მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    პროფესიული ოროენტაცია ნანახია (5624) - ჯერ 07 თებერვალი 2013

        სამუშაო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ყოველი ადამიანის ცხოვრებაში და დიდ გავლენას ახდენს მის მდგომარეობასა და ემოციებზე. მრავალი ამერიკული გამოკვლევა გვიჩვენებს, რომ წარმატებით არჩეული პროფესია ზრდის თვითპატივისცემასა და თავის თავის შესახებ წარმოდგენას პოზიტიური მიმართულებით (Dore R.,   Meachum   M., 1983 ; Erickson E H., 1968;   Kalanidi M.S., Deivasenapathy P., 1980), ამცირებს ფიზიკურ და ფსიქიკური პრობლემების სიხშირეს (Portigal   A.H., 1976)  და ზრდის ცხოვრებით კმაყოფილებას (Scfmitt N.,Mellon P.M.,1980). რა თქმა უნდა პროფესიის ადეკვატური შერჩევა და მისი დაუფლების დონე თავის მხრივ მოქმედებს ცხოვრების ყველა ასპექტებზე. ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი ამ მხრივ სწორი გადაწყვეტილების მიღება.

    მასთან ერთად აუცილებელია ზოგიერთი გარემოებების მხედველობაში მიღება. პირველ რიგში პროფესიათა სამყარო ძალიან მრავალფეროვანი და ცვალებადია. ყოველწლიურად ჩნდება დაახლოებით 500-მდე ახალი პროფესია, ამასთან ერთად ზოგიერთი პროფესიის "სიცოცხლისუნარიანობა  მხოლოდ 5-15 წელია, შემდეგ კი ან ქრებიან ან იცვლებიან. მეორე მხრივ კი თანამედროვე სამყაროსათვის დამახასიათებალია ის ფაქტი, რომ მონოპროფესიონალიზმი იცვლება პოლიპროფესიონალიზმით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანი უნდა მიისწრაფოდეს დაეუფლოს არა ერთ არამედ რამდენიმე ერთმანეთის გადამფარავ პროფესიას. და ბოლოს თვითონ ადამიანი არ არის "მდგრადიერთი რომელიმე პროფესიისადმი, ცხოვრების განმავლობაში შეიძლება აღმოცენდეს პროფესიის შეცვლის ან კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი და საჭიროება. ამისათვის კი საჭიროა მზად იყოს იმისათვის რომ ადრინდელი უნარები და ცოდნა არ იქნება საკმარისი მთელი პროფესიული ცხოვრების განმავლობაში. ადამიანს არც თუ ისე იშვიათად უხდება ახალი ცოდნის მიღება,   და სწორედ ის მომენტი, რომ ადამიანში განვითარდეს საკუთარი თავის ცვლილებებისადმი ინტერესი და მოთხოვნილება   არის   ერთ-ერთი მთავარი ასპექტი თანამედროვე პროფესიული სწავლებისა.

    როგორც უკვე აღვნიშნეთ არასწორად არჩეული პროფესია მოქმედებს არა მარტო ადამიანზე, არამედ მთლიანად საზოგადოებაზეც. ამერიკელი მეცნიერების გამოთვლით სწორად შერჩეული პროფესია 2-2,5 ჯერ ამცირებს კადრების დენადობას, 10-15% -ით ზრდის შრომისმწარმოებლურობას და 1,5-2 ჯერ ამცირებს კადრების სწავლების, გადამზადების ღირებულებას.

    რას ნიშნავს პროფესიის სწორად არჩევა? ნებისმიერი არჩევანი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ორმხრივი ურთიერთკავშირი: მოზარდისა მის ინდივიდუალურ თავისებურებებთან, (რომელსაც იგი ავლენს ფიზიკური განვითარებისას, ინტერესებში, უნარებში, შესაძლებლობებში, ხასიათში, ტემპერამენტში იმ მოთხოვნებთან) და სპეციალობასთან იმ მოთხოვნებით რომელსაც იგი   წაუყენებს ადამიანს. სწორედ გაკეთებული არჩევანის დროს მოზარდის ინდივიდუალური თავისებურებები შესაბამისობაშიაა პროფესიის მოთხოვნებთან.

    პროფორიენტაცია ფართო ცნებაა, დაკავშირებული ადამიანის ცხოვრების მრავალ სფეროსთან. იგი თავის მხრივ მოიცავს ეკონომიკას, სოციოლოგიას, პედაგოგიკას, მედიცინას, კულტურულ ეთნიკურ ფაქტორებს და რა თქმა უნდა ფსიქოლოგიას.

    სპეციალური მომზადების გარკვეული ტიპები - სასწავლებლები, ტექნიკუმი, კურსები, ინსტიტუტი და თვით პროფესიაც, ადამიანის მიერ ირჩევა გარემოსეული ფაქტორების ზეგავლენით; ეს ფაქტორები შეიძლება შემდეგნაირად ფორმულირდეს: გარშემომყოფთა აზრი, პრესტიჟულობა, ეკონომიკური მნიშვნელობა, გარეგანი ატირბუტიკა და სხვა ფაქტორები, რომლებსაც შეიძლება არაფერი საერთო არ ჰქონდეთ ადამიანის ინდივიდუალურ თავისებურებებთან და მიდრეკილებებთან.

    ავტორი :ნინო ბაიდოშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    პროფესიულ ცენტრში განმანათლების მართვის ორგანოებში კოლეჯში უმაღლეს სასწავლებელში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სკოლამდელ დაწესებულებაში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში სხვა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022