მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ფობიები ნანახია (7066) - ჯერ 13 თებერვალი 2013

    შიში არის რაციონალური რეაქცია ობიექტურად იდენტიფიცირებულ გარეგან საფრთხეზე (როგორიცაა ხანძარი, ან ყაჩაღობა ქუჩაში), რამაც შეიძლება აიძულოს ადამიანი, რომ გაიქცეს, ან გადავიდეს შეტევაზე თავდაცვის მიზნით.

    ამის საპირისპიროდ, ფობიის მქონე ადამიანს აღენიშნება სპეციფიკური ობიექტის, მოქმედების, ან სიტუაციის მდგრადი და არარაციონალური შიში, რომელიც მოჭარბებულობითა და უმიზეზობით ხასიათდება და რეალობას საფრთხის მომტანად აღაქმევინებს ადამიანს.  მრავალ ადამიანს აშფოთებს ობობები, ან გველები (ან მრავალარჩევნიანი ტესტებიც კი). ეს მსუბუქი შიშები არ აფერხებს ინდივიდთა ყოველდღიურ საქმიანობას. თუმცა, ფობიები ზეგავლენას ახდენს ადაპტაციაზე, მნიშვნელოვან დისტრესს იწვევს და მიზნების მიღწევისათვის აუცილებელ მოქმედებებს აფერხებს. ძალზე სპეფიციკურმა, აშკარად შეზღუდულმა ფობიამაც კი შეიძლება უდიდესი გავლენა  მოახდინოს კონკრეტული ინდივიდის ცხოვრებაზე. DSM-IV-TR-ში ფობიების ორი კატეგორიაა აღწერილი: სოციალური ფობიები და სპეციფიკური ფობიები.

     

     სოციალური ფობია არის მდგრადი და ირაციონალური შიში, რომელიც წარმოიქმნება ისეთი საზოგადოებრივი სიტუაციის წინასწარ წარმოდგენისას, რომელშიც ინდივიდი შეიძლება სხვათა დაკვირვების ობიექტი გახდეს. სოციალური ფობიის მქონე ადამიანს სამარცხვინო ქცევის განხორციელების ეშინია. პიროვნება აცნობიერებს, რომ შიში მოჭარბებული და საფუძველს მოკლებულია, მაგრამ შიში მაინც აიძულებს მას, რომ თავი აარიდოს ისეთ სიტუაციებს, სადაც არსებობს სხვათა დაკვირვების ობიექტად გახდომის შესაძლებლობა. სოციალური ფობია ხშირად თვით-დამაკმაყოფილებელ წინასწარ განჭვრეტას გულისხმობს. ინდივიდს შეიძლება იმდენად ეშინოდეს სხვათა დაკვირვების ობიექტად ყოფნისა და უარყოფის, რომ წარმოქმნილი შფოთვა საკმარისი იყოს აქტივობის რეალურად გასაუარესებლად. მაშინაც კი, როდესაც სოციალური ფობიის მქონე ადამიანები წარმატებულნი არიან სოციალურ გარემოში, ისინი არ უშვებენ, რომ წარმატება დადებითად აისახოს მათზე (Wallace &Alden, 1997).

    ამერიკელ მოზრდილთა 13.3%- აღენიშნება სოციალური ფობია (Magee et al., 1996).

    სპეციფიკური ფობიები თავს იჩენენ ზოგიერთ სხვადასხვა ტიპის ობიექტებზე, ან სიტუაციებზე რეაქციის სახით. სპეციფიკური ფობიები დაყოფილია რამდენიმე ქვეტიპად. მაგალითად, ცხოველური ტიპის სპეციფიკური ფობიის მქონე ინდივიდს შეიძლება ობობებზე ჰქონდეს ფობიური რეაქციები. თითოეულ შემთხვევაში ფობიური რეაქცია შემაშინებელი ობიექტის რეალურად არსებობისას, ან წარმოდგენისას წარმოიქმნება.

    კვლევის მიხედვით, ამერიკელ მოზრდილთა 11.3%- აღენიშნება სპეციფიკური ფობია (Magee et al., 1996).

     

    ავტორი :ნინო ბაიდოშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია | | სხვა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ვიყიდი ხელოვნება/კულტურა გავაჩუქებ ვეძებ სპეციალისტს ვარ სპეციალისტი სხვა სასწავლო პროგრამები სტიპენდიები ვცვლი კონფერენციები/ღონისძიებები ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა განათლება/სწავლება მომსახურება კურსები/ტრენინგები/სტაჟირება ტენდერები/გრანტები ფიზიკური კულტურა/სპორტი ტურიზმი/დასვენება/გართობა ვყიდი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022