
არქეტიპების ჰიპოთეზის წარმოშობა ჯერ კიდევ პლატონის დროს მიეკუთვნება. თვითონ გამოჩენილი ფსიქიატრის კარლ იუნგი არქეტიპებს ადარებდა პლატონის „eidos“. პლატონის იდეები წარმოადგენს წმინდა სულიერ (მენტალურ) ფორმებს, რომლებიც სულში იქნა ჩაბეჭდილი ამ უკანასკნელის სამყაროში მოვლენამდე. იუნგის არქეტიპები შესაძლოა განვიხილოთ, როგორც პლატონის ფორმების თეორიაში აღწერილი ფორმების ფსიქოლოგიურ ექვივალენტად.
იუნგის მიხედვით არქეტიპები წარმოადგენს უნივერსალურ თანდაყოლილ ფსიქოლოგიურ განპირობებულობებს (დისპოზიციებს), რომლებიც ქმნიან იმ სუბსტრატს, რომლისგანაც შემდგომ წარმოიშობა ადამიანის გაუთვითცნობიერებელი გამოცდილების ძირითადი სიმბოლოები. იუნგის მიხედვით არსებობს ოთხი უნივერსალური არქტიპი: შინაგანი „მე“, აჩრდილი, ანიმა ან ანიმუსი და პერსონა [1]. იუნგის მიხედვით არქეტიპი, მიუხედავად მისი გამოხატულების ცვალებადობისა არასდროს არ კარგავს თავის არსს და წარმოადგენს ე.წ. ინსტრიქტურ ტენდენციას (trend) [2].
არქეტიპები ქმნიან დინამიურ სუბსტრატს, რომელიც საერთოა მთელი კაცობრიობისთვის და სწორედ ამ სუბსტრატის საფუძველზე ხდება ცალკეული ინდივიდის ცხოვრებისეული გამოცდილების აგება, რაც გამოიხატება ინდივიდუალური ფსიქოლოგიური მახასიათებლების წარმოქმნაში.
შინაგანი „მე“ - წარმოადგენს არქტიპს, რომელიც გამოიხატება ინდივიდის ქვეცნობიერების და ცნობიერების უნიფიკაციაში ანუ გაერთიანებაში. ეგოს წარმოქმნას ადგილი აქვს იმ პროცესის მიმდინარეობისას, რომელიც ცნობილია ინდივიდუაციის სახელწოდებით და ეს უკანასკნელი გამოიხატება იმაში, რომ ხდება ინდივიდის პიროვნების სხვადასხვა ასპექტის გაერთიანება. იუნგი ეგოს ხშირად გამოხატავდა წრეწირის, კვადრატის ან მანდალას სახით.
აჩრდილი - წარმოადგენს არქეტიპს, რომელიც მოიცავს სექსუალურ და სასიცოცხლო ინსტინქტების ერთობლიობას. აჩრდილი არსებობს, როგორც ქვეცნობიერის ნაწილი და მოიცავს დათრგუნულ იდეებს, სისუსტეებს, სურვილებს, ინსტინქტებს და ნაკლოვანებებს. ეს არქეტიპი ხშირად მოიხსენიება, როგორც ფსიქიკის ბნელი ნაწილი, რომელიც განასახიერებს ველურობას და ქაოსს. იუნგის მიხედვით ასეთი ლატენტური პროცესები ყველა ჩვენგანისათვის არის დამახასიათებელი, თუმცა, ხშირად ადამიანებს ამ თვისების თავის თავში არსებობას უარყოფენ და მას მხოლოდ სხვებს მიაკუთვნებენ.
ანიმა ან ანიმუსი - ანიმა არის მდედრობითის სახე მამრის ფსიქიკაში, ხოლო ანიმუსი - მამრის სახე მდედრის ფსიქიკაში. ანიმა და ანიმუსი წარმოადგენს ჩვენი „ნამდვილ ეგოს“, განსხვავებით იმ სახისგან, რომელსაც ჩვენ სხვებს ვუჩვენებთ და წარმოადგენს კრებით გაუთვითცნობიერებელთან კომუნიკაციის პირველად წყაროს. ანიმას და ანიმუსის ერთიანობა ცნობილია, როგორც “syzygy” ან „მარჩიელი წყვილი“ და წარმოადგენს დამთავრებულობას, უნიფიკაციას, სიმთლიანეს.
პერსონა - ეს არქეტიპი წარმოადგენს იმას, თუ როგორ წარვუდგენთ ჩვენს თავს გარე სამყაროს. სიტყვა „პერსონა“ ლათინური სიტყვაა და ითარგმნება როგორც ნიღაბი. პერსონა წარმოადგენს ბევრ სხვადასხვა სოციალურ ნიღაბს, რომლებსაც ჩვენ ვანაცვლებთ სხვადახვა სიტუაციაში და სხვადასხვა ჯგუფებთან ურთიერთობის დროს. იგი მოქმედებს მხოლოდ იმიტომ, რომ დაიცვას ჩვენი ეგო უარყოფითი იმიჯისგან. იუნგის მიხედვით პერსინა შეიძლება წარმოჩნდეს სიზმრებში სხვადასხვა ფორმით.
სხვა არქეტიპები [3]
იუნგის მიხედვით არსებული არქეტიპების რაოდენობა არ არის მუდმივი ან ფიქსირებული. ბვერი სხვადასხვა არქეტიპი შესაძლოა გაერთიანდეს ან ერთმანეთი გადაფაროს დროის ნებისმიერ მომენტში. ქვემოთ მოყვანილი მხოლოდ რამდენიმე ასეთი არქეტიპის მაგალითი:
მამა - ავტორიტეტული პიროვნება; მრისხანე; ძლიერი.
დედა - აღმზრდელი; კომფორტული.
ბავშვი - უმწიკვლოებისკენ მიისწრაფის; გადარჩენა; თავიდან ცობა.
ჭკვიანი ბერიკაცი - ხელმძღვანელობა; ცოდნა; სიბრძნე.
გმირი - ჩემპიონი; დამცველი; გადამრჩენი.
ქალწული - უცოდვილობა; სურვილი; სიწმინდე.
ტრიქსტერი - მოღალატე; მატყუარა; პრობლემების შემქმნელი.
ლიტერატურა
1. C. G. Jung, "Archetypes and the Collective Unconscious". Princeton University Press, 1981.
2. Jung, C.G. (1951). "Phenomenology of the Self." The Portable Jung, 147
3. Jung, C., Collected Works of C. G. Jung, Vol. 9, Part 2. 2nd ed., Princeton University Press, 1968. 333 p.
|