მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    უჩვეულო და იშვიათი სინდრომ-ეპონიმები ნანახია (10330) - ჯერ 14 თებერვალი 2013

     

    ფსიქიატრია, როგორც ვიცით კლინიკური დისციპლინაა, თუმცა ის სხვა კლინიკურ დისციპლინებთან შედარებით უფრო ხშირად   ოპერირებს ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური და ლიტერატურული ტერმინებითაც კი. ფსიქიატრიაში ასეთი ჰუმანიტარული მიმართულება სპონტანურად გაჩნდა და მას შემდეგ ამ სფეროში ვაწყდებით   ტერმინებს, რომლებიც ატარებენ ისეთ პოპულარულ და მხატვრულ სახელწოდებებსაც კი, როგორიცაა ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟების, ხელოვნების წარმომადგენლებისა და იმ ავტორების სახელები, რომლებმაც პირველად აღწერეს კონკრეტული აშლილობა. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ჩვენი საუბარი შეეხება ეპონიმურ სიმპტომებსა და სინდრომებს. ეს არის   კონკრეტული სიმპტომი თუ სინდრომი, რომელსაც უწოდებენ იმ მეცნიერის სახელს, ვინც პირველად აღწერა იგი (მაგალითად კაპგრას სინდრომი) ან თვითონ მეცნიერი არქმევს მას სახელს რომელიმე ცნობილი ლიტერატურული თუ მითიური გმირის პატივსაცემად(მაგალითად სტენდალის სინდრომი, ვან გოგის სინდრომი).

    აღსანიშნავია, რომ ფსიქოპათოლოგიური ფენომენების შეფასებისას მოცემულ მიდგომას დღესაც ვხვდებით მსოფლიო ფსიქიატრიულ ლიტერატურაში, შესაბამისად იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სინდრომ-ეპონიმები კვლავ იწვევს ინტერესს კლინისცისტთა მხრიდან. თუმცა არ არსებობს ასეთი სინდრომების ერთიანი კლასიფიკაცია, რადგან მათი აღნიშვნის საფუძველში სხვადასხვა პრინციპი დევს: ერთ შემთხვევაში მეცნიერის გვარი, მეორე შემთხვევაში კი ეს შეიძლება იყოს რეალური, ლიტერატურული თუ მითიური პერსონაჟის სახელი.

    იშვიათი ფსიქოპათოლოგიური სინდრომებისა და სიმპტომების გაცნობა უნდა დავიწყოთ ცრუ იდენტიფიკაციის ბოდვის სინდრომების (Misidentification Delusion Syndrome –MDS) ჯგუფით, რომლის ქვეშ ერთიანდება ისეთი ფსიქოპათოლოგიური ფენომენები, რომელთა განმასხვავებელი ნიშანია, ავადმყოფის რწმენა იმის შესახებ, რომ გარშემომყოფებიდან ესა   თუ ის პიროვნება მისი ორეულითაა ჩანაცვლებული. რადგან  MDS ბოდვით ფენომენების კატეგორიებს მიეკუთვნება, ამიტომ მან შეიძლება თავი იჩინოს სხვადასხვა ფსიქიკური ავადმყოფობისას. ფსიქოპათოლოგიური ფენომენების მოცემული კატეგორია არ გამოირჩევა ფართო გავრცელებით, მაგრამ მისთვის დამახასიათებელია უჩვეულოდ გამოკვეთილი ხასიათი, რამაც არ შეიძლება არ მიიპყროს კლინიცისტების ყურადღება. შესაბამისად დღესდღეობით უკვე კარგადაა შესწავლილი ცრუიდენტიფიკაციის ფსიქოპათოლოგიური სიმპტომატიკა და შემუშავებულია მოცემული კატეგორიის აშლილობების კლასიფიკაცია.

    MDS D- ის ყველა ფორმას შემდეგ სახესხვაობებში აერთიანებენ.

    1.           კაპგრას სინდრომი (Capgras & Reboul-Lachaux, 1923).

    2.         ფრეგოლის სინდრომი (Courbon & Fail, 1927).

    3.         ინტერმეტამორფოზას სინდრომი (Courbon & Tusques, 1932).

    4.         საკუთარი ორეულების სინდრომი (Christodoulou, 1978).

    5.         საკუთარი ორეულებისშებრუნებული(Siomopoulos & Goldsmith, 1975).

    6.         ინტერმეტამორფოზას შებრუნებული სინდრომი (Signer; Silva, Leong &Shaner, 1990).

    7.         ფრეგოლის შებრუნებული სინდრომი (Fialkov & Robins, 1978; Signer, 1987).

    8.         კაპგრას სინდრომი უსულო ობიექტებთან მიმართებაში (Coleman, 1933).

    მათ შორის ყველაზე ცნობილია  DMS-ის პირველი ოთხი სახესხვაობა. სანამ გადავიდოდეთ უშუალოდ მათ აღწერაზე, უნდა აღვნიშნოთ, რომ DMS წარმოადგენს ფსიქოპათოლოგიური   სიმპტომოკომპლექსის უნივერსალურ ვარიანტს, რადგან ის გვხდება სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებში, სხვადასხვა რელიგიური მიკუთვნებულობისა და იმ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონისგან დამოუკიდებლად, სადაც ავადმყოფი ცხოვრობს. ანუ    DMS არ წარმოადგენს კულტურასთან შეჭიდულ სინდრომს (culture-bound syndromes).

    DMS ფენომენოლოგია

    კაპგრას სინდრომი: მოცემულ სინდრომებს შორის პირველად სწორედ კაპგრას სინდრომი გამოყვეს (Сapgras и Reboul-Lachaux, 1923). ამ სინდრომის შემთხვევაში ავადმყოფები გამოთქვამენ რწმენას, რომ მათი ნათესავები ან  ახლობელი ადამიანები  მათი ორეულებითაა  შეცვლილი, ბოროტმოქმედი ადამიანებით, რომლებიც მათ ზუსტ ასლს წარმოადგენენ. კაპგრას სიდრომის არსებითი ნიშანია განცდის ობიექტის ჰიპოიდენტიფიკაცია ანუ ნაცნობი პიროვნების ამოცნობის უნარის დაქვეითება. ის აღიქმება, როგორც ვიღაც უცხო ბოროტმოქმედი, რომელიც ძალიან ჰგავს მის ნაცნობს(მისი ორეულია) შესაბამისად ავადმყოფის აღქმაში პიროვნების გარეგნობა კი არ იცვლება, არამედ მხოლოდ მისი ფსიქიკური არსი (Christodoulou, 1977; Berson, 1983; Joseph, 1986).

    ფრეგოლის სინდრომი:   ატარებს ცნობილი იტალიელი მსახიობის ლეოპოლდო ფრეგოლის სახელს,   რომელსაც თამაშის დროს შეეძლო სასცენო კოსტუმები ძალიან სწრაფად შეეცვალა და ახალ პერსონაჟად გარდასახულიყო. ეს სინდრომი პირველად 1927 წელს აღწერეს   Courbon &  Fail-მა და ის კაპგრას სინდრომისგან განსხვავებით, ჰიპერიდენტიფიკაციის მდგომარეობას წარმოადგენს, როცა განცდის ობიექტი, რომელიც რეალურ ცხოვრებაში უცნობია ავადმყოფისთვის, აღიქმება, როგორც ნაცნობი. სხვა სიტყვებით   რომ ვთქვათ, ავადმყოფები მათთვის უცნობი პიროვნებების აღქმისას ამჩნევენ არარსებულ მსგავსების ნიშნებს მათ ნაცნობებთან და საბოოლოდ, ერთმანეთთან აიგივებენ კიდეც მათ. პირველი შემთხვევა, რომელიც 1927 წელს დაფიქსირდა 27 წლის ქალის შემთხვევაა, რომელსაც ეგონა, რომ მუდამ დასდევდა ორი მსახიობი, რომელთა სანახავადაც თეატრში ხშირად დადიოდა. ქალი ირწმუნებოდა, რომ მსახიობები ხშირად ჩნდებოდნენ მის სიახლოვეს, ინიღბებოდნენ იმ პიროვნებებად, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა.

    ინტერმეტამორფოზას სინდრომი, როგორც DMS განსხვავებული ფორმა გამოიყო 1932წელს, Courbon & Tusques ნაშრომის შემდეგ. იგი ხასიათდება ავადმყოფის რწმენით, რომ იცვლება პიროვნების არა მარტო ფსიქიკური არსი, როგორც ეს ხდება ფრეგოლის სინდრომისას, არამედ მისი გარეგნობაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოცემული მდგომარეობისას შეინიშნება არა მარტო უცნობის შინაგანი ფსიქიკური არსის, არამედ მისი გარეგნული მხარის ჰიპერიდენტიფიკაცია, რაც სინდრომის წარმოშობაში ილუზორული კომპონენტის მონაწილეობას უსვამს ხაზს.  

    საკუთარი ორეულის სინდრომი არც თუ ისე დიდი ხანია, რაც გამოიყო როგორც დამოუკიდებელი ფორმა Christodoulou -ის მიერ. მისი არსებითი ნიშანია, ავადმყოფის რწმენა, რომ არსებობს მისი ორეული. გამოყოფენ მის ორ ფორმას: ბოდვითს ან კაპგრას ტიპი, როცა ავადმყოფის სჯერა, რომ მის გარშემომყოფებში  „მოქმედებს“  მისი უხილავი ორეული. ხოლო მეორე ფორმაა - ავტოსკოპიური ან ჰალუცინაციური, როცა ავადმყოფი ხედავს საკუთარ გამოსახულებას მისი სხეულისგან დამოუკიდებლად (Jaspers, 1965).

    დიდი ინტერესი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია DMS ეტიოლოგიისა და პათოგენეზის ახსნამ. გამოთქმული იყო აზრი როგორც სხვადასხვაგვარ ფსიქოდინამიურ, ისე ორგანული ხასიათის დაზიანებაზე. ახლახან ჩატარებული კვლევების საფუძველზე, რომლის დროსაც მოხდა სახის იდენტიფიცირების მექანიზმისა და გამომეტყველების შესწავლა, მეცნიერებს შესაძლებლობა მიეცათ ევარაუდათ, რომ მოცემული სინდრომის ახსნა კოგნიტური ნეიროფსიქოლოგიის კონტექსტშია შესაძლებელი. მათი ვარაუდით არსებობს მჭიდრო ურთიერთკავშირი კაპგრას სინდრომსა და პროზოპაგნოზიას შორის. პროზოპაგნოზია   ნევროლოგიური პათოლოგიაა, როდესაც პაციენტი ვერ ცნობს ახლობლებს მათი სახის მიხედვით, მაშინ როდესაც მათ იდენტიფიცირებას, ხმებისა და სახელების მიხედვით, ჩვეულებრივად ახერხებს.    Ellis et al.-მა გამოთქვა მოსაზრება, რომ კაპგრას სინდრომი პროზოპაგნოზიისსარკული გამოსახულება(Ellis, 1994; Ellis и Young, 1990). ამ ჰიპოთეზის თანახმად, ვენტრალური გზა პასუხისმგებელია სახეების ვიზუალურ აღქმაზე, რომლის დაზიანება იწვევს პროზოპაგნოზიას (Bauer, 1984; Tranel и Damasio, 1985), ხოლო დორსალური კი- სახეების ამოცნობისას განცდილ ემოციაზეა სპეციალიზირებული, რომლის შერჩევით დაზიანებას აქვს ადგილი (ვენტრალური ხაზის შენახვის ფონზე) კაპგრას სინდრომის დროს. ამის გამო ასეთი დაზიანებისას შესაძლებელია სახეების ფორმალური ამოცნობა, მაგრამ მას არ ახლავს ადეკვატური ემოციური   რეაქციები. ეს კი, საბოლოო ანგარიშით, ქმნის სწორედ     ავადმყოფში უნდობლობისა და ეჭვიანობის განცდების გაჩენის საფუძველს.

     მეორე მიდგომა DMS წარმოშობას  ფსიქოდინამიკურ ფაქტორებს  უკავშირებს. აღმოჩნდა, რომ დაქორწინებული პაციენტები ძირითადად   ორეულის როლს სწორედ თავიანთ მეუღლეებს არგებენ, განსხვავებით ქვრივებისგან, რომელთა შემთხვევაში ეს როლი ნათესავებთან გადაინაცვლებს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ხშირად ავადმყოფსა და მისი ბოდვითი განცდების ობიექტს შორის პრემორბიდულ პერიოდში ფიქსირდება რთული და ამბივალენტური ურთიერთობების არსებობა, კონფლიქტების, სექსუალური ფრუსტრაციის, გაშორების მუქარისა და სხვა მსგავსი სიტუაციების სახით (Enoch & Trethowan, 1979). შესაბამისად  Enoch & Trethowan აზრით,  DMS-ს დროს ადგილი აქვს სიყვარული-სიძულვილის კონფლიქტის გადაჭრას, ამბივალენტური გრძნობის რეალური ობიექტიდან მისი გამოგონილი ორეულის მისამართით გადატანის გზით.   ხოლო Halberstadt (1923) მოცემული მდგომარეობის წარმოშობის მექანიზმების აღწერისას ეყრდნობა ლევი-ბრიულის კონცეპციას პრელოგიკური აზროვნების შესახებ. მისი აზრით ასეთი სიმპტომატიკის საფუძველს, სწორედ აზროვნების არქაული ფორმების, არქეტიპების(იუნგის გაგებით) გაცოცხლება წარმოადგენს, რაც გამოიხატება კოგნიტური მოქმედების გაცილებით დაბალი დონისა და პრიმიტიული საშუალებების აქტივაციაში, კერძოდ კი ორეულების არსებობის შესახებ მისტიური შეხედულების გამოყენებაში.

    ასევე ეპონიმური სინდრომია სტოკჰოლმის სინდრომი - სიმპათიისა და მიზიდულობის პარადოქსალური რეაქცია, რომელიც მსხვერპლს აგრესორის მიმართ ახასიათებს.

    მოცემულმა მოვლენამ თავისი სახელწოდება მიიღო რეალურ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც 1973 წლის 23 აგვისტოს მოხდა. ამ დღეს, სტოკჰოლმის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე, შეიარაღებული დამნაშავეები, რომლებიც ციხიდან გამოიქცნენ ბანკის შენობაში შეიჭრა ოთხ მძევალთან ერთად. მომდევნო ექვსი დღის მანძილზე ისინი გამუდმებით ერთად იყვნენ ბანკის ბრონირებულ საცავში.   გათავისუფლების შემდეგ მძევლები ირწმუნებოდნენ, რომ გამტაცებლები იყვნენ საოცრად კეთილი და კარგი ადამიანები, უკლებლივ ყველა   ბოლომდე ცდილობდა მათ დაცვას. მოგვიანებით, ქალებმა აღიარეს, რომ ინტიმური კავშირი ჰქონდათ გამტაცებლებთან და პოლიციას მტრადაც კი თვლიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ, მათ ციხეში მიაკითხეს დამნაშავეებს და დაინიშნენ კიდეც.

    მოცემული მოვლენა, რომელსაც სტოკჰოლმის სინდრომი ეწოდა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სხვადასხვა ვითარებაში განმეორდა. მისი ფსიქოლოგიური განმარტება წინააღმდეგობრივია, თუმცა მოცემულ მოვლენას ხსნიან როგორც დაცვის მექანიზმს. ამ მექანიზმს ანა ფროიდმა აგრესორთან იდენტიფიკაცია უწოდა. ადამიანებს ეს ირაციონალური რეაქცია შეიძლება აღმოაჩნდეთ გადარჩენის მცდელობისას, როდესაც რაციონალური რეაქციები არაეფექტური და უიმედოა. აგრესორთან გაუცნობიერებელი სოლიდარობით, ადამიანი ავლენს  იმედ, რომ აგრესორი თავისნაირს ზიანს არ მიაყენებს. ამ ირაციონალური პოზიციის გასამყარებლად მოძალადე აღიქმება როგორც სიმპათიური და კარგი ადამიანი, რადგან სხვანაირად მასთან იდენტიფიცირება გაძნელდებოდა.

    უკანასკნელ ხანებში ამ ფენომენის ცოდნა გამიზნულად იხმარება ტერორისტების მხრიდან მძევლების აბსოლუტური დამორჩილების მიზნით. ამის გამო, მძევლების გათავისუფლების შემდეგ აუცილებელია ფსიქოლოგთა ჩარევა, რომელთაც შეუძლიათ ადეკვატურად შეაფასონ არა მხოლოდ დამნაშავეების, არამედ მათი მსხვერპლთა ქცევაც.

    სტენდალის სინდრომი (ასევე ფლორენციის სინდრომი) — ფსიქოსომატური აშლილობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია გულისცემის აჩქარება, თავბრუსხვევა და ჰალუცინაცია, იშვიათად გულის წასვლითაც, როდესაც ადამიანი ხელოვნების ზემოქმედების არეში ხვდება.  სინდრომს სახელი დაერქვა XIX . ფრანგი მწერალის სტენდალის პატივსაცემად, რომელმაც წიგნში "ნეაპოლი და ფლორენცია: მოგზაურობა მილანიდან რეჯიოში" აღწერა საკუთარი მდგომარეობა 1817 წელს ფლორენციაში ყოფნისას. მოცემული  სინდრომი  1979 წელს  პირველად  იტალიელმა ფსიქიატრმა გრაციელა მაგერინიმ განსაზღვრა, რომელმაც ფლორენციის ტურისტებს შორის 100-ზე მეტი მსგავსი შემთხვევა შეისწავლა. ხოლო ამგვარი დიაგნოზი პირველად 1982 წელს დასვეს. ამ ტერმინს ასევე ხშირად იყენებენ რომანტიზმის პერიოდის მუსიკის მსმენელთა რეაქციის აღწერისას.

    იერუსალიმის სინდრომი არის განსაკუთრებით იშვიათი ფსიქიკური აშლილობის ფორმა, რომელიც განდიდების მანიის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს. ამ სინდრომით დაავადებული ტურისტები და მომლოცველები, რომლებიც იერუსალიმში იმყოფებიან, წარმოიდგენენ და გრძნობენ, რომ ფლობენ ღვთაებრივ და წინასწარმეტყველურ ძალას, არიან რომელიმე ბიბლიური გმირის რეინკარნაცია და მათზე დაკისრებულია სამყაროს ხსნის წინასწარმეტყველური მისია. დღესდღეობით ეს მოვლენა ფსიქოზად ითვლება (Barel & et. al, 2000) და ამ სინდრომით შეპყრობილი ადამიანი ფსიქიატრი

    ავტორი :თამარ ჩხაიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ბავშვის აღზრდა მშობელი და ოჯახი ინტერესები/კონკურსები მედიცინა და პროფილაქტიკა მომზადება/ტესტირება/ჩაბარება გაერთიანებები/სოციალური ქცელები ფიზიკური კულტურა და სპორტი კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი სიახლე განათლების სფეროში სხვა სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა დასვენება/ტურიზმი სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები საგანმანათლებლო დაწესებულებები მეცნიერება/ტექნიკა ადამიანთაშორის ურთიერთობა პედაგოგიკა/ფსიქოლოგია სარეკლამო მომსახურება გამოცემები/პუბლიკაციები ბუნება/ეკოლოგია განათლება საქართველოში და მსოფლიოში საზოგადოებრივი ურთიერთობები დასაქმება/კარიერა/ბიზნესი კვალიფიკაციის ამაღლება შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა სასარგებლო რჩევები სასწავლო დაწესებულების მართვა გართობა/თამაშები ბავშვის კვება და მოვლა რელიგია სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022