 1957 წელს მაქს ფრიში წერს რომანს Homo Faber, 2003 წელს ჩან-ვუკ პარკი იღებს ფილმს Oldboy... მათი ერთ-ერთ მთავარ ხაზს ოიდიპოსის კომპლექსი ქმნის. ოიდიპოსის კომპლექსს ავლენს შექურეს მიმართ დამოკიდებულებაში მისი ვაჟი, ფამუქის ნაწარმოებში „მე წითელი მქვია“.
მითის თანახმად, ოიდიპოსი(ბერძნ. Οίδιπους ) მეფე ლაიოსის და ოიკასტეს ვაჟი იყო. წინასწარმეტყველების მიხედვით მეფე ლაიოსი საკუთარ ვაჟს უნდა მოეკლა. იცოდა ლაიოსმა ამ წინასწარმეტყველების შესახებ და ერთ-ერთი ვერსიით, ახალშობილი ვაჟის (ფეხები შეუკრა. ოიდიპუს-ფეხებშეკრული) მოკვლა მონას უბრძანა. მონას შეებრალა ჩვილი და კორინთოში მწყემსებს მისცა აღსაზრდელად. მეორე ვერსიის მიხედვით ლაიოსმა თვითონ გადააგდო ვაჟი ზღვაში. ჩვილი ნაპირზე გამორიყა ტალღებმა და ის სიკიონის მეფემ იშვილა. თუ ისევ პირველ ვერსიას გავაგრძელებთ,უკვე გაზრდილ ოიდიპოსს უწინასწარმეტყველეს, რომ საკუთარ მამას მოკლავდა და დედას შეირთავდა ცოლად. შეწუხებული ოიდიპოსი ტოვებს კორინთოს. ერთ-ერთ გზაჯვარედინზე შემხვედრ დიდებულთან დაპირისპირების გამო კლავს მას და მის ამალას. მხოლოდ ერთი მხლებელი ახერხებს თავის დაღწევას. შემდგომ თებეს სამეფოში მისული ოიდიპოსი ახერხებს სფინქსის ამოცანის ამოხსნას, რითაც ათავისუფლებს თებეს ამ ურჩხულისგან და მადლიერი თებელების მხრიდან გვირგვინს და აწ გარდაცვლილი მეფის ცოლს იღებს ჯილდოდ. თებეს მეფე ლაიოსი იყო. დედოფალი-იოკასტე. ოიდიპოსმა საკუთარი დედა შეირთო ცოლად და 4 შვილიც ეყოლა. მალე ქალაქს შიმშილი და ჭირი მოედო. მისნებმა იწინასწარმეტყველეს, რომ ლაიოსის მკვლელის ქალაქიდან გაძევება გამოასწორებდა სიტუაციას. ოიდიპოსმა იპოვა ლაიოსის ამალიდან გადარჩენილი ერთადერთი მოხუცი, რომელსაც თავის დროზე ლაიოსმა ჩვილის მოკვლა დაავალა და მისგან შეიტყო სიმართლე. ოიდიპოსმა თვალები დაითხარა. იოკასტემ თავი ჩამოიხრჩო. ლეგენდა ოიდიპოსის შესახებ ბევრმა ფილოსოფოსმა გაიაზრა და დაამუშავა.
ზიგმუნდ ფროიდმა ის ბავშვის განვითარების ერთ-ერთი სტადიის თავისებურების აღწერისას გამოიყენა. ფალოსურ სტადიაზე (4-5 წელი), როცა აღგზნების და დაძაბულობის წყარო ანალურიდან გენეტალიურ სფეროში ინაცვლებს და სქესთა შორის ბიოლოგიური განსხვავების არსებობა, სქესის ფსიქოლოგიური ასპექტების დიფერინცირებას ედება საფუძვლად. ბიჭებისთვის მამა იქცევა კონკურენტად დედის სიყვარულის მოპოვებისთვის ბრძოლაში. მამა უფრო ძლიერია და უფრო სახიფათოც. პრობლემას კასტრაციის შიში ქმნის. სწორედ აქ ვხვდებით ოიდიპოსის კომპლექსს, რომელიც ბიჭის ოცნებებში მამის მოკვლის და საკუთარი დედის ცოლად შერთვის სახით ვლინდება. გოგონებთან ელექტრას კომპლექსი გვხვდება. აქ ფალოსური სტადიის შინაარსი გარკვეულწილად განსხვავდება. პრობლემას რომელიც ამ სტადიაზე უნდა გადაიჭრას, პენისის შური ქმნის. გოგონებს შურთ და პენისის არ ქონაში დედას ადანაშაულებენ. პრობლემის გადაჭრას კი მამისგან ბავშვის გაჩენაში ხედავენ. (ფსიქოანალიზმა და ფროიდმა ამ იდეებისთვის სხვებთან ერთად ფემინისტების მწვავე კრიტიკაც დაიმსახურეს.)
ფალოსურ სტადიაზე არსებული ოიდიპოსის კომპლექსის გადალახვა ბიჭებში მამასთან იდენტიფიკაციით, გოგონებში დედასთან იდენტიფიკაციის გზით საპირისპირო მშობლის სიყვარულის მოპოვებაში ვლინდება.
ფროიდს აკრიტიკებდნენ, უარყოფდნენ, იმახსოვრებდნენ ამ და სხვა აზრებისთვის. აქამდეც და მერეც იქმნებოდა და შეიქმნება ნაწარმოებები, რომლებშიც ფროიდის მიერ დამუშავებული ოიდიპოსის ლეგენდა საინტერესოდ და ბევრისმთქმელად აისახება.
გამოყენებული ლიტერატურა:
1 Первин Л. Джон О. "Психология Личности" 2001г. 133стр. |