 საკითხისადმი მეცნიერული მიდგომა მოითხოვს მოვლენის განსაზღვრას და მის გაზომვას. სოციალური მეცნიერების წარმომადგენლები, მათ შორის ფსიქოლოგები გვთავაზობენ განსხვავებულ მოსაზრებებს ამ საკითხის შესახებ. რობერტ სტერნბერგი გვთავაზობს სიყვარული ე.წ. სამკუთხოვან თეორიას (Sternberg, R.J., 1988) , თეორიაში გამოიყოფა სამი ბაზისური კომპონენტი: ინტიმურობა, ვნება, გადაწყვეტილება-ვალდებულება. . ავტორის აზრით, სიყვარული შეიძლება ემყარებოდეს პირველ რიგში რომელიმე ერთ ამ კომპონენტს, ან ორი კომპონენტის კომბინაციას, ან სამივეს ერთად. ეს გნსხვავებული შესაძლებლობები საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ სიყვარულის შვიდი შესაძლებელი ტიპი, რომელიც იდეალურ შემთხვევაში (სრულყოფილი სიყვარული) შეიცავს სამივე ბაზისურ კომპონენტს. ეს სამი ბაზისური კომპონენტი შემდეგ მახასიათებლებს გულისხმობს: ინტიმურობა - სიახლოვე, რომელსაც გრძნობენ პარტნიორები; ვნება - სექსუალური მოტივი და სექსუალური აღძვრა, რომელიც ასოცირებულია გაწყვილებით ურთიერთობასთან; გადაწყვეტილება - ვალდებულება - კოგნიტური კომპონენტი, რომელიც გადაწყვეტილებას, რომ ვინმეს უყვარს ვიღაცა და ავალდებულებს შეინარჩუნოს ეს ურთიერთობა.
ამ სამი ბაზისური კომპონენტის კომბინაციით სტერნბერგი გამოყოფს შვიდი სახის სიყვარულს: 1) მოწონება - რომელიც შეიცავ მხოლოდ ინტიმურობას ( მეგობრობა ვნების ან ვალდებულების გარეშე) 2) რომანტიული სიყვარული - შეიცავს ინტიმურობას და ვნებას ( ინდივიდები ფიზიკურად და ემოციონალურად მიიზიდებიან ერთმანეთისკენ, მაგრამ ვალდებულებების გარეშე) 3 ) მეგობრობა-სიყვარული - შეიცავს ინტიმურობას და ვალდებულებებს ( ხანგრძლივი ვალდებულება- როგორიცაა ქორწინება, რომელშიც ვნება გაფერმკრთალებულია) 4) ძლიერი გატაცება - შეიცავს მხოლოდ ვნებას ( ვნებიანი, მოზღვავებული სიყვარული ინტიმურობის ან ვალდებულების გარეშე) 5) უაზრო სიყვარული - შეიცავს ვნებას და ვალდებულებას (ვალდებულება, რომელიც ემყარება ვნებას, მაგრამ დროის გარეშე, რათა ჩეამოყალიბდეს ინტიმურობა ) 6) ცარიელი სიყვარული - შეიცავს მხოლოდ გადაწყვეტილება- ვალდებულებას (გადაწყვიტა უყვარდეს სხვა ინტიმურობისა და ვნების გარეშე) 7) სრულყოფილი სიყვარული - შეიცავს სამივე კომპონენტს - ინტიმურობას, ვნებას და გადაწყვეტილება- ვალდებულებას - ეს არის იდეალი, რომლის მიღწევაც ყველას სურს.
ლიყვარული, ზოგადად განიხილება, როგორც ემოციონალური მდგომარეობა. ემოციები კი წარმოადგენენ ერთის მხრივ ფსიქოლოგიურად აგზნებულ მდგომარეობას და მეორეს მხრივ ეს ფსიქოლოგიური მდომარეობა განსხვავებულ ემოციონალურ ელფერს იღებს - იმისდა მიხედვით თუ რა იარლიყს მივაწებებთ მას. ასეთი მიდგომა ცნობილია ემოციის ორფქტორიანი თეორიის სახელწოდებით. ემოციის ორფაქტორიანი თეორიის მიხედვით, აგზნებამ, რა წყაროდანაც არ უნდა მოდიოდეს ის, უნდა გაზარდოს ვნება,( თუ რაიმე ხელისშემშლელი პირობები არ არსებობს) იმისათვის რომ თავისი აგზნების ნაწილი მიაკუთვნოს რომანტიულ სიყვარულს. დ. დატონმა და ა.არონმა , რათა ეკვლიათ ეს პრობლემა, სტუდენტებს სთხოვეს ექსპერიმენტში მიეღოთ მონაწილეობა. მას შემდეგ რაც, სუბიექტების მიმზიდველ პარტნიორთან გაცნობა შესდგა, სუბიექტების ნაწილს უთხრეს, რომ ისინი მიიღებდნენ საკმაო სიძლიერის ელექტროშოკს. ექსპერიმენტის დაწყებამდე ექსპერიმენტატორმა სუბიექტებს დაურიგა მოკლე კითხვარი, რათა მიეღო ინფორმაცია მათ იმჟამინდელ გრძნობებზე და რეაქციებზე , რადგან სწორედ ეს განსაზღვრავდა ექსპერიმენტის წარმატებას. ექსპერიმენტის შემდეგ ამ კითხვარიდან უნდა გაეცათ პასუხი კითხვაზე , „რამდენად უნდოდათ მათ მოეწვიათ პაემანზე და ეკოცნათ პარტნიორისთვის?“ შედეგების ანალიზი აჩვენებდა, რომ აგზნებული სუბიექტები პასუხებში ამჟღავნებდნენ უფრო ძლიერ ლტოლვას პარტნიორების მიმართ.
და მაინც რა არის ვნებიანი სიყვარული? ვნებიან სიყვარულს ახასიათებენ, როგორც ინტენსიურ, ზოგჯერ დაუძლეველ ემოციონალურ მდგომარეობას, როცა ინდივიდი გამუდმებით ფიქრობს პარტნიორზე, სურს რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს მასთან და ხშირად არარეალისტურია მის შეფასებაში. მისთვის დამახასიათებლად მიიჩნევენ, რომ კონტაქტი სხვა მეგობრებთან უფრო იშვიათად ხდება და მთელი ყურადღება ფოკუსირებულია ერთ მნიშვნელოვან ინდივიდზე. ხაზს უსვამენ ასევე ვნებიანი სიყვარულის იმ თავისებურებას, რომ ის განიცდება ისეთი, რომელიც კონტროლს არ ექვემდებარება და არაწინასწარმეტყველებადია.
კვლევითი მონაცემები მიუთითებენ, რომ ქალები და მამაკაცები საკმაოდ ემსგავსებიან ერთმანეთს, თუ რას იმედოვნებენ რომ მიიღებენ ურთიერთობებიდან. ორივეს უნდა სიყვარული და სექსი, სექსუალური მიზიდვა აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი პირობაა, რათა გიყვარდეს მეორე ადამიანი. ორივეს სურს ინტიმურობა და ძალა გააკონტროლოს ურთიერთობის მიმდინარეობა. აღმოჩნდა, რომ მამაკაცები უფრო ადვილად ავადდებიან ამ „სენით“ , ვიდრე ქალები, მაგრამ მამაკაცები უფრო ადვილად ინკურნებიან , ვიდრე ქალები.
ლიტერატურა
1. ქვარცხავა, რ. (2000). სოციალური ფსიქოლოგია. ტ. 1. ფსიქოლოგიური ბიბილიოთეკა: სახელმძღვანელოების სერია.
2. Sternberg, R.J. (1988). In: ქვარცხავა, რ. (2000). სოციალური ფსიქოლოგია. ტ. 1.
|