მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    აზროვნება ნანახია (10084) - ჯერ 24 თებერვალი 2013

    აზროვნება არის ინფორმაციის გადამუშავების პროცესი, რომლის მიზანია   პრობლემის გადაჭრა, დასკვნების გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება. აზროვნება კოგნიტური პროცესია, ანუ შინაგანად, გონებაში მიმდინარეობს, მაგრამ მისი შედეგი ქცევაში ვლინდება.

    მაგალითად, მოჭადრაკე თავის აზროვნებას ჭადრაკის ფიგურის გადაადგილებაში ავლენს.

    აზროვნების დროს ხდება ცოდნის გამოყენება და მანიპულირება - მოჭადრაკე შემდგომი სვლაზე ფიქრის დროს წარსულ შთაბეჭდილებებს ახალ ინფორმაციას უკავშირებს და ამით სიტუაციის შესახებ თავის ცოდნას ავსებს და ცვლის. აზროვნება მიზანმიმართული და პრობლების გადაწყვეტაზე ორიენტირებული პროცესია, მაგალითად, მოჭადრაკის ყოველი სვლა მიმათულია მოგებაზე. მართალია, შეიძლება ყველა მოქმედება წარმატებული არ იყოს, მაგრამ მოჭადრაკის საბოლოო მიზანი პრობლემის გადაწყვეტაა.

    პრობლების გადაჭრის პროცესი გულისხმობს გარკვეული მიზნის არსებობას, რომლის უცებ მიღწევის აშკარა შესაძლებლობა არ არსებობს, რადგან პრობლემის გადაჭრის გზაზე გარკვეულ წინააღმდეგობებს ვხვდებით. ყოველ პრობლემას სამი კომპონენტი გააჩნია: საწყისი მდგომარეობა; მიზანი; წინააღმდეგობები.   ადამიანი პრობლემის გადაწყვეტის დროს იშვიათად ირჩევს ცდისა და შეცდომის მეთოდს ან მიყვება შესაძლებლობების „ბრმად“ გათვლას, სანამ შემთხვევით სწორ გზას არ მიაგნებს. პირიქით, ადამიანი ამ დროს არაჩვეულებრივ მოქნილობას ავლენს. ჩვეულებრივ ხდება მოქმედების დაგეგმვა; ზოგჯერ პრობლემა რამდენიმე ქვეპრობლემად იყოფა და თითოეულის გადაჭრა თანმიმდევრულად

    ხდება. ხშირად ხდება გარკვეული სტრატეგიების გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს ამოცანის სწრაფად გადაჭრას. პრობლემის გადაჭრის გზაზე პირველი საფრხური არის პრობლემის გაგება, მის არსში წვდომა. ამის შემდეგი საფეხურია პრობლემის გადასაწყვეტად ადექვატური სტრატეგიის შერჩევა.   გამოყოფენ სამი სახის პრობლემას: 1) ინდუქციური სტრუქტურის პრობლემა, როდესაც ადამიანმა უნდა აღმოაჩინოს მოცემული პრობლემის ნაწილებს შორის მიმართებები. 2) „მოწესრიგების პრობლემა“- ადამიანმა უნდა ისე განალაგოს-„მოაწესრიგოს“ ნაწილები, რომ მოერგოს საჭირო კრიტერიუმს. თუ ინდუქციური სტრუქტურის პრობლემებში მიმართებები ფიქსირებულია და მათი მხოლოდ აღმოჩენაა საჭირო, მოსაწესრიგებელ პრობლემაში ისე უნდა გადავაადგილოთ პრობლემის ნაწილები, რომ დააკმაყოფილოს ესა თუ ის კრიტერიუმი. ამ ტიპის მაგალითია ანაგრამების ამოცნობა, მაგალითად: „წსვაალ“- „სწავლა“ 3) ტრანსფორმაციის პრობლემა -ადამიანმა გარკვეული ცვლილებები უნდა განახორციელოს, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს. ტრანსფორმაციის პრობლემა ჰგავს მოწესრიგების პრობლემას იმით, რომ ორივე შემთხვევაში გვაქვს საწყისი სტადია და საბოლოო მიზანი. განსხვავება იმაშია, რომ ტრანსფორმაციის პრობლემის შემთხვევაში ადამიანმა ზუსტად იცის რა არის საბოლოო მიზანი, მაგრამ გამოსაცნობია, თუ როგორ უნდა მიაღწიოს მას. პრობლემის გაგება ნიშნავს პრობლემაში მოცემული ახალი ინფორმაციისა და წარსულ გამოცდილებაში არსებული ცოდნის საფუძველზე პრობლემის აზრობრივი, შინაგანი რეპრეზენტაციის შექმნას.  იმისთვის რომ გავიგოთ პრობლემა, საჭიროა გონებაში მისი ზუსტი რეპრეზენტაცია.   პრობლემის რეპრეზენტაციის მეთოდები: სიმბოლოები, დიაგრამები, მატრიცები.  იმის შემდეგ რაც, მოხდება პრობლემის რეპრეზენტაცია   უნდა მოხდეს საჭირო სტრატეგიის მოძებნა და წინაააღმდეგობების გადალახვა, რის შედეგადაც მოხდება მიზნის მიღწევა.

     

    ლიტერატურა

    1. ფარჯანაძე,დ. (2010). კოგნიტური ფსიქოლოგია. კონსპექტი. თბილისი.

    ავტორი :თიკა გამყრელიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სტატისტიკა ელექტრონიკა უცხო ენები სახელმწიფო მოწყობა და მართვა ფინანსები და კრედიტი საერთაშორისო ურთიერთობები ინფორმატიკა ფიზიკა გეოლოგია ქიმია გეოდეზია საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია სოციოლოგია ფსიქოლოგია ეკოლოგია ლოგიკა მართვა პროგრამირება მარკეტინგი და რეკლამა სოფლის მეურნეობა გადასახადები კულტუროლოგია რელიგია ავიაცია გეოგრაფია ვეტერინარია უცხოური ლიტერატურა სექსოლოგია ფილოსოფია მასმედია ინვესტიციები საბირჟო საქმე კრიმინალისტიკა მუსიკა გეოპოლიტიკა სხვა ფიზკულტურა და სპორტი ეკონომიკა ჟურნალისტიკა დაზღვევა ისტორია მეტალურგია არქიტექტურა მედიცინა, ჯანმთელობა ჟურნალისტიკა და PR მეცნიერება და ტექნიკა პოლიტოლოგია საბანკო საქმე ლოგისტიკა ზოოლოგია ტექნოლოგია მიფოლოგია ტრანსპრტი საბაჟო სისტემა მენეჯმენტი პედაგოგიკა კულინარია მათემატიკა მშობლიური ენა და ლიტერატურა ტურიზმი ბუღალტერია და აუდიტი მეწარმეობა ასტრონომია ბიოლოგია კულტურა და ხელონება სამართალი მრეწველობა, წარმოება
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022