მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    დრომომანია ნანახია (7535) - ჯერ 03 მარტი 2013

    ოდესმე გაგჩენიათ სურვილი მიგეტოვებინათ ოჯახი, სამუშაო, სწავლა და გამგზავრებულიყავით ნებისმიერ ადგილას, ისე რომ არ გეფიქრათ თქვენი ქცევის შედეგებზე?    dromos  ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს სირბილს,  mania-ც ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს სიგიჟეს. ერთად კი,  მოცემული სიტყვები     იმ მდგომარეობის სახელწოდებას ქმნის, როცა ადამიანი   უმიზნო ხეტიალისა   და მოგზაურობისადმი დაუძლეველ,   აკვიატებულ  ლტოლვას განიცდის.

    სახლიდან გაქცევის სურვილი  ბავშვებს  უჩნდებათ    ხშირად, განსაკუთრებით კი, კონფლიქტური სიტუაციის დროს.  გაქცევა ოჯახში არსებულ დაძაბულ ატმოსფეროზე    პროტესტის გამომხატველ რეაქციას წარმოადგენს. თანდათანობით რეაგირების მოცემული ფორმა სტერეოტიპული ხდება, რომელიც შემდეგ   დაუძლეველი ლტოლვის სინდრომში გადაიზრდება. დრომომანიას ბავშვობის ასაკში ემოციური სფეროსა და ტემპერამენტის ცვლილებებით ხსნიან.  თუმცა, არც თუ ისე იშვიათად, ასეთი მდგომარეობა   ზოგიერთი ფსიქიკური დაავადების დროსაც აღმოცენდება. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ დრომომანიის მიზეზი თავის ტვინის დაზიანება შეიძლება იყოს. ის არ აღმოცენდება, როგორც დამოუკიდებელი ფსიქიკური დაავადება და ხშირ შემთხვევაში გვხვდება ეპილეფსიის, შიზოფრენიის, ისტერიის ან სხვა აშლილობების დროს.

    როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვებთან გამოხატული ფსიქიკური აშლილობის არ ქონის შემთხვევაშიც ვაწყდებით   ისეთ უცნაურ ქცევას,   როგორიცაა სახლიდან გაქცევა. ასეთი ქცევის მოტივად ხშირად სენსორულ შიმშილს ასახელებენ. ანუ ბავშვი განიცდის ახალი და მკაფიო  ემოციების და შთაბეჭდილებების ნაკლებობას.   ყოველდღიურობის ერთფეროვნებისგან თავდასაცავად კი ისინი „შორეული  ქვეყნებისაკენ“ მიემართებიან. ჩვეულებრივ, ასეთი ადგილების შესახებ   ინფომაციას      სათავგადასავლო ლიტერატურიდან ან ფილმებიდან იღებენ.   ბავშვებისთვის მიმზიდველია  მაწანწალა თანატოლების ქცევა, რომელთა შესახებ წიგნებშია აღწერილი.

    დრომომანიისკენ  ასევე მიდრეკილნი არიან კარგად განვითარებული ფანტაზიის მქონე ბავშვებიც, რომლებიც არ არიან წინააღმდეგნი მონაწილეობა მიიღონ რაიმე ავანტიურაში. ზოგჯერ ისინი იმდენად ეფლობიან საკუთარ ფანტაზიებში, რომ კარგავენ საზღვარს რეალობასა და თამაშს შორის.   აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთ  გაქცევას არ დაჰკრავს რაიმე  რომანტიული ელფერი,   ჩვეულებრივ, მიზეზი უფრო მარტივია - ეს არის ახალი შთაბეჭდილებების ძიება და ასევე, არც თუ ისე იშვიათად , - სკოლისგან თავის დაღწევის საშუალება. განსაკუთრებით კი, მაშინ, როცა ბავშვს  უყენებენ მაღალ მოთხოვნებს,      ისწავლოს კარგად და დაემორჩილოს მკაცრ   დისციპლინას.

    ხშირად ხეტიალის სიმპტომი ამნეზიასთან შეჭიდულად ვლინდება და ამ პროცესში ადამიანები ახალ იდენტობებს ირგებენ. ამ მდგომარეობას მეორენაირად დისოციაციური ფუგის სახელწოდებით მოიხსენიებენ, რომელიც ხშირად აღიწერება, როგორც „გიჟი მოგზაურების“ დაავადება.

    აი, როგორ აღწერს ერთ-ერთი მათგანი საკუთარ მდგომარეობას: „ყოველთვის   დაუკებელი სურვილი მაქვს ვნახო, თუ რა არის ყოველი გორაკის ან     მოსახვევის შემდეგ. თავში გამუდმებით მიბზუის აზრი, აღმოვჩნდე იმ ადგილას, სადაც მანამდე არ ვყოფილვარ და სადაც ახლის ძიების დაუსრულებელი შესაძლებლობა მექნება.“

    „ეს შემოდგომა და ეს მინდორი, მიხმობს უმიზნო ხეტიალისთვის“,-   წერს ტერენტი და საკუთარ ცხოვრებასაც „უმიზნო ხეტიალს“ უწოდებს.    და მართლაც,  „გარიჟრაჟიდან შეღამებამდე დახეტიალობდა ტერენტი თბილისის უბნებში: სასაფლაოზე, პარკებში, სანაპიროზე. საწერი დასტით ჯიბეში და ჰქმნიდა ლექსებს.“   ანუ არც თუ ისე „უმიზნოა“ მისი ხეტიალი, როგორც იმ ადამიანების სახლიდან გაქცევა, რომლებიც „ახალი თავგადასავლების“ ძიების მოტივით   მზად არიან   „უმიზნოდ იხეტიალონ“.

     

     

    ავტორი :თამარ ჩხაიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    კინო და მუსიკა რელიგია სხვა მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია მათემატიკა აბიტურიენტი და გამოცდები ფსიქოლოგია ფიზიკა ბიოლოგია იურისპრუდენცია ოჯახი, მშობლები და ბავშვი მოდა და დიზაინი უცხო ენები ჟურნალისტიკა, PR პრესა განათლების შესახებ ეკონომიკა საგანმანათლებლო დაწესებულება ხელოვნება და კულტურა ბუნება, ეკოლოგია ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები ფინანსები გართობა და თამაშები ქიმია სკოლა და მოსწავლე მშობლიური ენა და ლიტერატურა განათლება საქართველოში და მსოფლიოში ბავშვის მოვლა და აღზრდა გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი სპორტი და ექსტრიმი პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება სოციოლოგია, პოლიტოლოგია სიახლე განათლების სფეროში სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა გეოგრაფია დასაქმება და კარიერა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022