მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ჯონ ბოულბის მიჯაჭვულობის თეორია ნანახია (12531) - ჯერ 27 იანვარი 2014

      მიჯაჭვულობა ძლიერი, გრძნობითი კავშირია, რომელიც ადამიანებს მათთვის ემოციურად მნიშვნელოვანი ადამიანების მიმართ აქვთ. ჩვილები მიჯაჭვულები არიან მათთან ახლოს მყოფ ადამიანებზე, ძირითადად დედებზე.

      ჯ. ბოულბი დაინტერესდა იმ გავლენით, რასაც ახდენს მშობლებთან ბავშვის ადრეული განშორება ბავშვის პიროვნების განვითარებაზე. ეს სერიოზული პრობლემა იყო ინგლისში II მსოფლიო ომის დროს, სადაც ასობით ბავშვი დააცილეს მშობლებს და გახიზნეს სოფლებში, რათა ისინი ქალაქების საავიაციო დაბომბვებისგან დაეფარათ.

      ბოულბის თეორიის თანახმად, განვითარების პროცესში ბავშვი გადის მასზე მზრუნველის, ჩვეულებრივ, დედისადმი მიჯაჭვულობის განვითარების ფაზების სერიას და მზრუნველს როგორც " უსაფრთხოების ბაზას" იყენებს. ბოულბიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ კვება მიჯაჭვულობის საფუძველი არაა, რაზეც ხაზს უსვამდა ფსიქოანალიტიკური მიმდინარეობა და ბიჰევიორიზმი. ბოულბის მიხედვით, ჩვილის ურთიერთობა მშობლებთან იწყება თანდაყოლილი სიგნალებით, რომლებიც აიძულებენ უფროსს ბავშვს ყურადღება მიაქციოს. ის გამოყოფდა მიჯაჭვულობის განვითარების 4 ფაზას:

      1.მიჯაჭვულობამდელი ფაზა (დაბადებიდან 6 კვირამდე).  თანდაყოლილი სიგნალები - ჩაჭიდება, ტირილი, ღიმილი და უდროსის თვალებში ყურება- ეს ახალშობილს ეხმარება იმაში, რომ სხვა ადამიანებთან ახლო კონტაქტში შევიდეს. ჩვილებს მშობლების გვერდით ყოფნა სიამოვნებთ, მათთან ადვილად წყნარდებიან და უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს. ამ ასაკის ბავშვები საკუთარი დედის სუნსა და ხმას ცნობენ. მოკლე პერიოდში კი დედის სახის ნაკვთების გარჩევასაც იწყებენ. მიუხედავად ამისა, ბავშვი დედაზე მიჯაჭვული ჯერ კიდევ არ არის, რადგან უცნობ უფროსებთან დარჩენას არ ეწინააღმდეგება.

      2.მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების ფაზა (6 კვირიდან- 6-8 თვემდე).  ჩვილი ახლობელ მომვლელსა და უცხო ადამიანებზე განსხვავებულად რეაგირებს. მაგალითად, ბავშვი დედასთან უფრო თავისუფლად იღიმის და იცინის, დედის მიერ ხელში აყვანის შემთხვევაში გაცილებით სწრაფად მშვიდდება. ბავშვებში იწყება ნდობის გრძნობის განვითარება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი მომვლელთან განშორების წინააღმდეგნი არ არიან.

      3.მკვეთრად გამოხატული მიჯაჭვულობის ფაზა (6-8 თვიდან -18 თვემდე).  ამ დროს ახლობელი მზრუნველის მიმართ მიჯაჭვულობა აშკარაა. ბავშვებში ჩნდება განშორების შფოთვა - ჩვილის დისტრესული რეაქცია ახლობელი მზრუნველის წასვლაზე. როცა ბავშვს მშობელი ტოვებს, მოუსვენარი ხდება და შფოთვას განიცდის. განშორების შფოთვა ყოველთვის არ აღინიშნება და ეს ჩვილის ტემპერამენტსა და არსებულ სიტუაციაზეა დამოკიდებული. ბევრ კულტურაში ეს შფოთვა 6-დან 15 თვემდე მატულობს. ჩვილები ,იმ შემთხვევაშიც კი, თუ მზრუნველს ვერ ხედავენ, კარგად აცნობიერებენ, რომ ის სადღაც შორიახლოსაა. ცდილობენ მზრუნველთან განშორების თავიდან აცილებას. ჩვილები დედას უსაფრთხო ბაზისად იყენებენ.

      4.ორმხრივი ურთიერთობის ჩამოყალიბება (18 თვიდან-2წლამდე და შემდეგ). ამ პერიოდში ბავშვები უკვე სწავლობენ მეტყველებას, აზროვნებაც უფრო ვითარდება, აქვთ კარგი წარმოდგენის უნარიც. ისინი უკვე აცნობიერებენ მშობლების წასვლის მიზეზებეს და ასევე გარკვეულწილად შეუძლიათ გათვალონ მათი დაბრუნება. ამის შედეგად, დაშორების მიმართ პროტესტი კლებულობს. ბავშვები მზრუნველებთან "ვაჭრობას" იწყებენ და ცდილობენ მათი მიზანი შეცვალონ.

      ასაკის მატებასთან ერთად ბავშვის მიჯაჭვულობა მომვლელთან სულ უფრო კლებულობს, ხოლო ნდობა კი იზრდება.

    ავტორი :ნატო ტივაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    მეტალურგია ფინანსები და კრედიტი მიფოლოგია ფსიქოლოგია სექსოლოგია გეოგრაფია მშობლიური ენა და ლიტერატურა ზოოლოგია სამართალი საბანკო საქმე ვეტერინარია ფიზიკა ინფორმატიკა ინვესტიციები ბიოლოგია რელიგია მრეწველობა, წარმოება დაზღვევა გეოპოლიტიკა კულტურა და ხელონება უცხოური ლიტერატურა ლოგისტიკა ფილოსოფია პროგრამირება კრიმინალისტიკა სოციოლოგია მათემატიკა ელექტრონიკა ტექნოლოგია სხვა მართვა ეკონომიკა საერთაშორისო ურთიერთობები მენეჯმენტი საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია ფიზკულტურა და სპორტი სახელმწიფო მოწყობა და მართვა არქიტექტურა გადასახადები ქიმია ტრანსპრტი უცხო ენები კულტუროლოგია ეკოლოგია მეცნიერება და ტექნიკა ისტორია გეოდეზია ასტრონომია მასმედია მედიცინა, ჯანმთელობა გეოლოგია მუსიკა სოფლის მეურნეობა მეწარმეობა საბირჟო საქმე საბაჟო სისტემა კულინარია ლოგიკა ტურიზმი ბუღალტერია და აუდიტი ჟურნალისტიკა სტატისტიკა ავიაცია მარკეტინგი და რეკლამა პედაგოგიკა პოლიტოლოგია ჟურნალისტიკა და PR
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022