მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    მოდერნიზმი ნანახია (13598) - ჯერ 18 თებერვალი 2014

       ,,უახლესი'', ,,თანამედროვე'', რეალიზმისადმი მტრულ მიმართულებათა საერთო სახელწოდება ბურჟუაზიულ ხელოვნებასა და ლიტერატურაში''- ასეა განმარტებული მოდერნიზმი უცხო სიტყვათა ლექსიკონში.

       ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი კი ასეთ განმარტებას იძლევა:

       ,,უახლესი კრებითი აღნიშვნა ყველა იმ უახლესი მიმდინარეობის, სკოლისა და ცალკეულ ოსტატთა შემოქმედებისა, რომლებმაც უარყვეს ტრადიციები, რეალიზმი და ძირითად შემოქმედებით მეთოდად თვლიდნენ ექსპერიმენტს. ეს მიმდინარეობებია: კუბიზმი, ფორმალიზმი, აბსტაქციონიზმი, სიურეალიზმი და სხვა. მოდერნიზმი მნიშვნელობით ახლოსაა ავანგარდიზმთან, ეწინააღმდეგება აკადემიზმს''.

       და მაინც რა არის მოდერნიზმი? სად და როდის წარმოიშვა? რა წინაპირობა უძღვოდა წინ მის აღმოცენებას და რა ფუნქცია ეკისრა?

       მოდერნიზმი (ლათ: modernus, ,,თანამედროვე'', ,,ბოლოდროინდელი'') კულტურული მიმდინარეობაა, ძირითადად მოიცავს თანამედროვე ხელოვნებასა და არქიტექტურას, მუსიკას, ლიტერატურასა და დიზაინს, რომელიც 1914 წლამდე დეკადაში აღმოცენდა ევროპაში. ეს იყო ხელოვანთა და დიზაინერთა მოძრაობა მე-19 საუკუნის აკადემიური და ისტორიული ტრადიციების წინააღმდეგ, ცდილობდა რა, აჰყოლოდა სახეშეცვლილი თანამედროვე მსოფლიოს ახალ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ასპექტებს.

       მოდერნიზმის შესანიშნავ განმარტებას არქიმანდრიტ რაფაელის (კარედინი) სტატიაში ვპოულობთ: ,,გაჩნდნენ უხილავი ძალები, რომლებმაც (შესაძლოა გაუცნობიერებლადაც) ეკლესიის სწავლების თანდათანობით და ჯიუტად დამახინჯება და დისკრედიტირება დაისახეს მიზნად. ისინი შეუმჩნევლად ცვლიან მართლმადიდებლურ მენტალიტეტს. მსგავსი დამანგრეველი ძალები მთელ მსოფლიოში მოქმედებენ. ისინი პირდაპირ არ ეწინააღმდეგებიან მართლმადიდებლურ დოგმატებსა და კანონებს, მაგრამ სურთ, თავიანთი ინტერპრეტაცია, განსხვავებული აზრი მოახვიონ საზოგადოებას''.

       მრავალი მოსაზრება არსებობს მოდერნიზმთან დაკავშირებით, დადებითი თუ უარყოფითი, მხარდამჭერი თუ მიწასთან გამასწორებელი. მე კი შევეცდები რომ ზურაბ კაკაბაძის სტატიის (,,მოდერნისტული ხელოვნების ერთი თავისებურების გამო'') საშუალებით დავინახოთ ეს მიმდინარეობა.

       საკმაოდ ადვილი შესამჩნევია, რომ მოდერნისტი მხატვრებისათვის სინამდვილის ბუნებრივ-ჩვეული სახის რადიკალური გარდაქმნის ტენდენციაა დამახასიათებელი. ისინი იმდენად ცვლიან საგნებს, რომ ხშირად მათი ამოცნობა შეუძლებელიც კი ხდება. ამ ტენდენციას ,,ობივატელური'' მასის სნობისტურ განწყობილებებს მიაწერენ. ის ორიგინალურ, უჩვეულო გარეგნობას ეტანება და ამასთანავე არ ერევა არავის ცხოვრებაში, არავის აიძულებს, რომ დაფიქრდეს და დაეჭვდეს, არ არღვევს კომფორტაბელური ცხოვრების ინერციას. დეფორმაცია სწორედ სამყაროს ჩვეული სახის რადიკალურ გარდაქმნასა და მისი უჩვეულო სახის წარმოდგინებას მოასწავებს.

       მაგრამ სწორედ გამოხატავს კი ეს განმარტება მოდერნისტული ხელოვნების მისიას?

       დასავლეთში რადიკალური დეფორმაციის ტენდენცია იმ სახითა და იმგვარი მასშტაბითაა წარმოდგენილი, რომ უეჭველია მას რაღაც სერიოზული შინაგანი მოტივი უნდა გააჩნდეს.

       მაინც რა აიძულებს მხატვარს, რომ ასე რადიკალურად გაათავისუფლოს თავისი ნაწარმოებები ცხოვრების სამყაროს ბუნებრივ, ჩვეულ სახესთან მსგავსებისაგან?

       რამდენადაც ,,დეფორმაციული'' ხელოვნება მოკლებულია ბუნებრივ-რეალური საგნობრიობის გამოხატულებას, რამდენად იგი უშინაარსო, ფორმალისტური ხელოვნების შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა თვალის ინტერესი, რომელიც სასიამოვნოდ აღსაქმელ ფორმებს ეძებს, რისთვისაც მას არ აკმაყოფილებს რეალურ საგანთა ბუნებრივი გარეგნობა, მაგრამ ეს მოსაზრება არავითარ შემთხვევაში არაა მართალი.

       ხელოვნების ერთადერთი ან უპირატესი იმპულსის როლში მხოლოდ და მხოლოდ თვალის ინტერესი საკმარისი რომ არ არის, ეს იქიდანაც ჩანს, რომ თვითონ მოდერნისტი მხატვრები, როგორც წესი, არ სჯერდებიან ფორმალისტურ ნაწარმოებებს და ხშირად ღრმა შინაარსიანობის პრეტენზიის მქონე ნაწარმოებებს ქმნიან, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, მათი შემოქმედება რადიკალური დეფორმაციის ტენდენციითაა გაჟღენთილი.

       და მაინც რაში მდგომარეობს ,,დეფორმატორული'' ხელოვნების ძირითადი შინაგანი მოტივი, რომელიც ძალაშია და მოქმედებს ამ ხელოვნების ყველა კონკრეტული სახის შემთხვევაში?

       აბსტრაქტული ხელოვნების ფუძემდებელი და თეორეტიკოსი კანდისკი წერდა: ,,რაც უფრო საშინელი ხდება სამყარო (და სწორედ ახლაა იგი ისე საშინელი, როგორიც არასდროს), მით უფრო აბსტრაქტული ხდება ხელოვნება, მაშინ, როდესაც ბედნიერი სამყარო რეალისტურ ხელოვნებას წარმოშობს''.

       კანდისკის აზრით, შინაგან მოტივს ადამიანის არსებობის რადიკალური კრიზისის ანუ ,,საშინელი სამყაროს'' განცდა წარმოადგენს.

       განვიხილოთ რადიკალური დეფორმაციის ტენდენციის გამოვლენა სხვადასხვაგვარ სახეებში.

       როდესაც მხატვარს რეალობა ერთოდ საშინელ, მახინჯ და აბსურდულ სამყაროდ ეჩვენება, ის უარს ამბობს სინამდვილის გამოხატვაზე და გადაჭარბებული ყურადღება თვალის ინტერესზე გადააქვს, თუმცა მის უკან მძიმე იმედგაცუება-ცხოვრების სინამდვილისადმი ფუნდამენტური ინტერესის დაკარგვა იმალება.

       მაგრამ ხშირად მხატვარი თვალს უსწორებს რეალობას, მის გამოსახვას ლამობს და მიუხედავად ამისა, რადიკალური დეფორმაციის ტენდენციას ამჟღავნებს.

       ამ შემთხვევაში საყურადღებოა ფრანც კაფკას ნათქვამი: ,,ნამდვილი რეალობა ყოველთვის არარეალისტურია''.

       ეს გამონათქვამი მიგვანიშნებს, რომ შესაძლებელია, მოვლენის გარეგნული გამომეტყველება სრულიადაც არ შეეფერებოდეს და შეესიტყვებოდეს მის ნამდვილ შინაარსს, იმას, რასაც წარმოადგენს ეს მოვლენა შინაგანად და ნამდვილად.

       სწორედ უკიდურესი ორაზროვნებაა დამახასიათებელი ,,საშინელი სამყაროსათვის''. აქ მოვლენათა ნამდვილი და შინაგანი მხარე რადიკალურად განსხვავდება მათი გარეგნული სახისაგან.

       მოდერნისტი მხატვარი სწორედ ის კაცია, ვინც ადამიანური ნიღბის ქვეშ ნამდვილი სამყაროს არაადამიანური, მახინჯი სახე აღმოაჩინა და იმედგაცრუებუს მძიმე ,,შოკი'' მიიღო.

       გავიხსენოთ მოთხრობა ,,შობა ღამით'', რომელიც ,,დეფორმატორულ'' ნაწარმოებთა რიგს არ მიეკუთვნება, მაგრამ მასში აღწერილი ამბავი შეიძლება გამოგვადგეს მოდერნისტი მხატვრის მდგომარეობის საილუსტრაციოდ.

       ალბათ ქმარი რომ მხატვარი ყოფილიყო და თვითმკვლელობის ნაცვლად ცოლის პორტრეტის დახატვა განეზრახა, ნახატი არ იქნებოდა ახალგაზრდა ქალის პორტრეტი.

       მაგრამ ზოგჯერ მხატვარი საშინელება-სიმახინჯეთა განცდების ნაცვლად ნეტარი სიმშვიდისა და ჰარმონიული, ამაღლებული არსებობის განცდებს გამოხატავს და მიუხედავად ამისა, რადიკალური დეფორმაციის ტენდენციას ამჟღავნებს.

       მხატვარი ეძებს ბედნიერი, ამაღლებული არსებობის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს. თუკი ამგვარი შესაძლებლობები და პერსპექტივები მას ამ სამყაროს წიაღში ეგულება, მაშინ მის მიერ შექმნილი შესატყვისი გამოსახულება ამ სამყაროს მსგავსი იქნება, ხოლო თუკი მხატვარი ამ სამყაროში მხოლოდღა უბედურებისა და დაცემის შესაძლებლობებს ხედავს, მაშინ მისი გამოსახულება იქნება სხვა სამყარო, ოცნების სამყაო.

       რადიკალური დეფორმაციის ტენდენცია არის ნაყოფი ტრაგიკული ცნობიერებისა, რომელმაც სამყაროს უწყინარი გარეგნობის უკან ფარული ,,მიწისქვეშეთი''-ეშმაკის საფლობელო აღმოაჩინა.

       მხატვარი ჯანყდება ამგვარი სიყალბის წინააღმდეგ, უკუაგდებს ,,კეთილმოწყობილი სამყაროს'' მატყუარა გარეგნობას და შესატყვის ფერებსა და ხაზებში ამხილებს მის ნამდვილ უსახურ სახეს.  

     

                                                                                                                    მარიამ ტუხაშვილი (18.02.2014)

    ავტორი :მარიამი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | სხვა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    აბიტურიენტი და გამოცდები სიახლე განათლების სფეროში ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა სკოლა და მოსწავლე ქიმია განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი მათემატიკა მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია პრესა განათლების შესახებ ეკონომიკა ოჯახი, მშობლები და ბავშვი საგანმანათლებლო დაწესებულება ფსიქოლოგია განათლება საქართველოში და მსოფლიოში სხვა ბუნება, ეკოლოგია ბავშვის მოვლა და აღზრდა ხელოვნება და კულტურა სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები ბიოლოგია ჟურნალისტიკა, PR უცხო ენები სპორტი და ექსტრიმი სოციოლოგია, პოლიტოლოგია რელიგია იურისპრუდენცია პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი კინო და მუსიკა ფიზიკა გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული ფინანსები მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება გართობა და თამაშები სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი დასაქმება და კარიერა გეოგრაფია მოდა და დიზაინი მშობლიური ენა და ლიტერატურა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022