მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ნადირობისა და ადგილის მფარველი ღვთაებები ნანახია (7726) - ჯერ 28 თებერვალი 2014

       წარმართულ საზოგადოებაში მიაჩნდათ, რომ ნადირობის ბედსა და მონადირის იღბალს განაგებდნენ სხვადასხვა ღვთაებები.

       ლაშქრობისა და ომიანობის ძლიერ ღვთაებად ხევსურეთში ,,გუდანის ხატი'' ითვლებოდა, მას ამასთანავე ,,საღმრთო''-ს უწოდებდნენ. იგი ყოველი ლაშქრობის სარდლად მიაჩნდა ხალხს.  

       ,,მოლაშქრე ხატზე '' დაბლა, მაგრამ მაინც ახლოს იდგა ,, მეკობრეებისა და მონადირეების ხატი'', რომელსაც ხევსურეთში აგრეთვე ,,თეთრი სანება ცროლის-გორის ხატს'' ეძახოდენნ. მას მეკობრეები და მონადირეები ებარა, ამიტომ ამ ხატთან მონადირეებს ძღვენი მიჰქონდათ და მეკობრეები დავლის ნაწილს სწირავდნენ. ხევსურები აგრეთვე თაყვანს სცემდნენ ღვთაება ,,ანატორს'', რომლის შესახებაც ზუსტი ცნობები არ მოგვეპოვება.  

       ხევსურებს სწამდათ, რომ ნადირთაც ჰყავდათ თავიანთი მფარვლი ღვთაება, ურომლისოდაც მონადირე ნადირს ვერ მოკლავდა. მას ,,ოჩოპინტრეს'' უწოდებდნენ. მას ,,ნადირთ მწყემსობა'' აქვს ჩაბარებული. ოჩოპინტრე უხილავია, მას მონადირე ვერ ხედავს, მაგრამ თუ არ შეევედრა, ნადირობა უშედეგოდ ჩაივლის. როდესაც მონადირე ჯიხვს მოსაკლავად მიეპარება, უნდა წარმოთქვას ასეთი სავედრებელი სიტყვები: ,,ნადირთ მწყემსო ოჩოპინტრევ, შენ გეხვეწები, მამეცი ჯიხვის თავი, მომაკლეიე! სულნი ხომ შენნია ნადირთანი''. მხოლოდ ამ ლოცვის წარმოთქმის შემდეგ შეეძლება მონადირეს ჯიხვის მოკვლა.

       გარე-კახეთში ,,ნადირთ მწყემსის'' მაგივრად ,,ნადირის ანგელოზს'' სცემდნენ თაყვანს.

       თავისი გარეგნობითაც და აგებულებითაც ,,ოჩოპინტრე'' მეგრული წარმართული რწმენის ,,ოჩოკოჩ''-ს მიაგავს.  

       ,,ოჩოკოჩი'' ნიშნავს ,,ვაც-კაცს'', ანუ იმ ზღაპრულ არსებას და ღვთაებას, რომლის სხეულის ერთი ნაწილი მამალი თხისას, მეორე კი ადამიანისას მიაგავს.  

        ნადირობის ღვთაებების გარდა წარმართულ საზოგადოებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ ადგილის მფარველ ღვთაებებს. მაგალითად, ფშაველებს სწამდათ, რომ თითოეულ ადგილს, მთას, გორას ჰყავს დედა, რომელიც მფარველობას  და მას ,,ადგილის დედა'' ეწოდება.

       ,,ადგილის დედის'' არსებობა სწამდათ აფხაზებსაც, რომელსაც ,,ადგილ-ანხუ'' ჰქვია, ,,ფუძის ანგელოზს'' კი აფხაზეთში ,,აჟაჰარა'', ანუ ,,აშაჰარა'' შეესაბამება. როცა აფხაზი პატარძალს სახლში შეიყვანდა, სახლის უფროსი ამ ახალ შემოსულ წევრს ,,აჯაჰარას'' ავედრებდა და მის მფარველობას შესთხოვდა. მ.წერეთელი ფიქრობდა, რომ აფხაზური აჟაჰარა იგივე ხეთური ქალ-ღმერთი იშხარა არის, რომლის კულტი ძლიერ იყო გავრცელებული მცირე აზიასა და შუამდინარეთში.

       მეგრელებსაც სწამდათ ფუძის ღვთაება, ,,ფუძის ბატონი''. მეგრულად მას ,,ნერჩი პატენი'' ჰქვია. ,,ნერჩი'' ნიშნავს ფუძეს, იმ ნიადაგს და მიწას, რომლეზეც სახლი დგას. ,,ნერჩი პატენი'' ფუძის ბატონს უდრის.  

       სვანეთში იყო ,,ლამზირ'', ანუ ,,მიწის სალოცავი'', ნაყოფიერებისა და შვილიერების მფარველი ღვთაება, მაგრამ კვირიასაგან განსხვავებით, ის მდედრობითი სქესისაა. ამას ის გარემოება ამტკიცებს, რომ ამ დღესასწაულში მარტო ქალები მონაწილეობდნენ და თანაც მხოლოდ ჯავრდაწერილი ქალები.

       საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მიწის თუ ადგილის მფარველ ღვთაებას ,,დედა'' ჰქვია, ხოლო მცირე აზიასა და საბერძნეთში ჰყავდათ განთქმული მიწის ღვთაება ,,დემეტრე'', რომელიც, მეცნიერთა აზრით, დედამიწას უნდა ნიშნავდეს.

     

     

     

                                                                                                                 მარიამ ტუხაშვილი (28.02.2014)

     

    ავტორი :მარიამი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | სხვა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ტენდერები/გრანტები მომსახურება ვცვლი სხვა ვიყიდი ტურიზმი/დასვენება/გართობა ფიზიკური კულტურა/სპორტი კონფერენციები/ღონისძიებები გავაჩუქებ ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა სტიპენდიები ვყიდი ხელოვნება/კულტურა სასწავლო პროგრამები კურსები/ტრენინგები/სტაჟირება ვეძებ სპეციალისტს ვარ სპეციალისტი განათლება/სწავლება
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022