მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს ნანახია (8433) - ჯერ 25 ივლისი 2014

     

     

    სწავლის სენსორული სტილი

    როგორც ცნობილია, ადამიანი ინფორმაციას იღებს შეგრძნების 5 ძირითადი მოდალობის გზით: მხედველობა, სმენა, შეგრძნება, გემო, სუნი.

    აქედან პირველი სამი ყველაზე მნიშვნელიოვანია. ადამიანი ამათგან რომელიმეს უფრო მეტად თავისად თვლის, უფრო გასაგებია და ახლო. ფსიქოლოგები ამ თვალსაზრისით ადამიანებს ყოფენ ვიზუალისტებად, აუდიალებად, კინესთეტიკებად. მაგრამ, არსებობენ უნივერსალური ტიპებიც.

    ინფორმაციას სამყაროდან აღქმით ვიღებთ. ჩვენ ვხედავთ საგნებს და მოვლენებს, გვესმის საუბარი და სიტყვები, შევიგრძნობთ ტემპერატურას და ა.შ. საერთოდ, სხვადასხვა სიტუაციაში განსხვავებული ტიპის ინფორმაციის მიღებაა საჭირო, თუმცა როგორც ცნობილია, ადამიანები უკეთ აღიქვამენ და იმახსოვრებენ ერთი რომელიმე ტიპის ინფორმაციას ანუ ადამიანთა უმეტესობას ინფორმაციის მიღების ერთი დომინანტური სტილი აქვს. გამოყოფენ ვიზუალური, აუდიალური და კინესთეტიკური სტილის ადამიანებს.

     

    ვიზუალური სტილის ადამიანებს უადვილდებათ ახალი ინფორმაციის ვიზუალურად

    მიღება – სურათებით, დიაგრამებით, ცხრილებით; მათ ურჩევნიათ სასწავლო მასალას ხედავდნენ, ვიდრე ისმენდნენ ან რაიმეს აკეთებდნენ. საკლასო გარემოში მათთვის ყველაზე ეფექტური ვიზუალური მასალების გამოყენებაა.

    აუდიალური სტილის ადამიანებს ურჩევნიათ მასალა მოისმინონ; ისინი უკეთ იმახსოვრებენ საუბარს, დისკუსიას, დიალოგებს; მათ ასეთი სახით მიღებული მასალის გახსენებაც უადვილდებათ. ასეთი ადამიანებისათვის ყველაზე ეფექტური სწავლის პროცესში ლექციების მოსმენა, დისკუსიებსა და სემინარებში მონაწილეობის მიღებაა.

    კინესთეტიკური სტილის ადამიანებს უადვილდებათ სწავლა, როდესაც რაიმეს აკეთებენ, ჭრიან, აგებენ, აწყობენ ან ასრულებენ როლებს. მათ ურჩევნიათ ინფორმაცია გადაამუშავონ მოძრაობითა და დემონსტრირებით. ასეთი ადამიანები საკლასო გარემოში ყველაზე ადვილად მაშინ სწავლობენ,როდესაც ისინი ფიზიკურად აქტიურები არიან.

     

    აღნიშნული ტიპოლოგია კომუნიკაციის პროცესში ურთიერთგაგებასაც განსაზღვრავს. გააგებინო სხვას რა გინდა, და თვითონაც გაიგო რას გეუბნებიან, არც ისე მარტივი საქმეა. ამაზეა მეტწილად აგებული სწავლა/სწავლებაში წარმატება. ამ ადამიანებს ლექსიკაც განსხვავებული აქვთ:

    ვიზუალისტი ამბობს: - ვხედავ საითაც მიგყავს საქმე”, “პერსპექტივას ვერ ვხედავ”, “შეხედე ერთი ამას!”

    აუდიალისტი ამბობს: - ”ძალიან ხმამაღალი განცხადებაა თქვენი მხრიდან”, “შენი კარგად არ მესმის”, ”შეხმატკბილებული მოდიოდნენ”.

    კინესთეტი ამბობს:-”თბილი ურთიერთობები მაქვს”, “ვერაფერს ვხედავ ხელჩასაჭიდებელს”.

    რასაკვირველია არსებობენ პოლიმოდალური ტიპებიც.

    კვლევებმა აჩვენა, რომ კლასისა და სასწავლო კურსისაგან დამოუკიდებლად (Rockville, Maryland) მოსწავლეების 29%-ში ვიზუალური სტილი დომინირებს, 34%-ში – აუდიალური, ხოლო 37%-ში – კინესთეტიკური. ცხადია, ძნელია სწავლის პროცესში ყველა მოსწავლეს მისთვის სასურველი სახით მივაწოდოთ ინფორმაცია, თუმცა მასწავლებელმა სწავლის პროცესი ისე უნდა დაგეგმოს, რომ სასწავლო მასალა ყველასათვის ადვილად აღქმადი იყოს. ამის გამო რეკომენდებულია სწავლების მრავალფეროვანი, კომბინირებული მეთოდების გამოყენება, რაც ყველა მოსწავლეს მეტ-ნაკლებად აქტიურს გახდის – საინტერესო ვიზუალური მასალების გამოყენება, მულტიმედია, გასაგები და საინტერესო არგუმენტები, სტუდენტების ჩართვა დისკუსიაში, დემონსტრირების და სიმულაციების გამოყენება, როლური   თამაშები და ა.შ.

     

    რა ხდება რეალურად სკოლაში?

    სწავლება თანდათან სულ უფრო და უფრო მეტად ეყრდნობა ვიზუალურ-ლოგიკურ მახასიათებლებს. ამიტომ, უკვე დაწყებით კლასებში ჩამორჩენას იწყებენ კინესთეტიკები.   რადგან მათ თითქმის არაფერს აძლევენ მოსასინჯად, პრაქტიკულად ხელშესახებად, მხოლოდ უყვებიან და აჩვენებენ. ცოტა უფრო გვიან იწყებენ ჩამორჩენას აუდიალები (უფროს კლასებში ) და ვიზუალები ხდებიან ფავორიტები.

    ადამიანის პროფესიული კომპეტენტურობა ბევრად არის დამოკიდებული იმაზე თავის სფეროში მოხვდა თუ არა ის. მაგ. ვიზუალისტები კარგი მხატვრები და კინოოპერატორები გამოდიან, კინესთეტიკები კარგი მოქანდაკეები.

     განსხვავებულია მათი ქცევაც სტრესულ სიტიაციაში. ვიზუალისტები აგრესიულები არიან და სხვაც ადანაშაულებენ, აუდიალები გაცლას ამჯობინებენ, სხვა რამეზე გადააქვთ საუბარი, მაგ. გაცხარებული კონფლიქტის დროს შეიძლება იკითხოს -“რომელი საათია?” კინესთეტები მშვიდობისმოყვარენი არიან, უმეტესად სიტუაციის შერბილებისკენ ესწრაფიან, ბოდიშსაც მოიხდიან თუ საჭიროა.

    აღნიშნული ტიპოლოგია კომუნიკაციის პროცესში ურთიერთგაგებასაც განსაზღვრავს. გააგებინო სხვას რა გინდა, და თვითონაც გაიგო რას გეუბნებიან, არც ისე მარტივი საქმეა. ამაზეა მეტწილად აგებული სწავლა/სწავლებაში წარმატება

           

     განსხვავებული   ტიპები ფიზიოლოგიურადაც სხვადასხვანაირი არიან.

    ვიზუალები: სწორი დგომა აქვთ, სწორი მხრები და ზურგი, კისერიც სწორად უჭირავთ, სიარულის დროს ისე გამოიყურებიან თითქოს ნიკაპს მიჰყავს, თვალები უმეტესად ზემოდ იყურება, ლაპარაკობს სწრაფად, მაღალ ტონებში.

    კინესთეტიკი: შედარებით მსუქნები არიან, დემოსტრირებას უკეთებენ მომრგვალებულ ბეჭებს, საუბრის ან მოსმენის დროს წინ იხრებიან, დაბლა იყურებიან, მოძრაობები თავისუფალია და რბილი, საუბრობენ ნელი ტემპით,   რბილი ხმით და დაბალი ტონებით.

    აუდიალები: უფრო თხელები არიან, საუბრის დროს ხელები გულზე აქვთ შემოწყობილი, თავი წინ დახრილი, ახასიათებთ ე.წ. ”ტელეფონის პოზის”

    მიღება, დიდ ყურადღებას აქცევენ ინტონაციას, ხმის ტონს, პაუზას, ხმა მელოდიური აქვთ და თვალები ყურების დონეზე მოძრაობს                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                      

                                                                                                                         

    აღნიშნული საკითხის ცოდნა სასურველია მასწავლებლისთვის, რადგან იგი მჭიდროდ უკავშირდება ინდივიდუალური მიდგომის საკითხს. სწავლება და აღზრდა ურთიერთქმედების შედეგია. კლასში არსებობს   ინფორმაციის გადამცემი და მიმღები. იმისათვის, რომ ინფორმაციამ გადამცემიდან მიმღებში შეაღწიოს მან უნდა გაიაროს არხი, თან             აუცილებელია   იმ არხში შეაღწიოს, რომელიც გამტარია. ეს                       არხები კი სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვაგვარი გამტარიანობით ხასიათდება. ზოგს ერთი რომელიმე არხი                 მთლიანად დახშული აქვს, მაგალითად, უსინათლოს, უმეტესობას კი სხვადასხვა სისუფთავის.

    როგორი სკოლაში შემომსვლელი ბავშვების სტატისტიკა ?

    მონაცემები გვეუბნებიან, რომ 30 ბავშვიან კლასში 22 ისეთია, რომ ყველა არხი თითქმის სათანადო დონეზე აქვთ განვითარებული. ეს იმას ნიშნავს, რომ მათთან წამყვანი ერთი არხია, მაგრამ შეუძლიათ ინფორმაციის სხვა არხებითაც მიღება. ეს ბავშვები ხვდებიან ე.წ. “კონვეიერში”- მიყვებიან სასწავლო პროცესს და ,,თავისი მიზეზით’” სწავლას არ ჩამორჩებიან. 4 - 6 მოსწავლე ე.წ. “ტრანსლიატორია”, მას უწევს მასწავლებლის   ნათქვამის “თავის ენაზე”   თარგმნა, ამიტომაც სჭირდება მეტი დრო. ხშირად მასწავლებელი მას საყვედურობს უყურადღებობის გამო სწორედ მაშინ, როცა ის “თარგმნის”. 2 - 3 მოსწავლეს შესაძლებელია კიდევ სხვა დამატებითი პრობლემები ჰქონდეს. “ტრანსლიატორები” უმეტესად კინესთეტიკები არიან.

    რას აკეთებს ტიპიური სკოლა? დაწყებით კლასებში კინესთეტიური ტიპის მოსწავლე ნაკლებად იჩაგრება, თუ  სწავლება კეთებით ხდება. ამიტომაც,   თითქმის ყველა ნორმალურად სწავლობს.   საბაზო საფეხურზე სწავლა მეტად აუდიალური ხდება და ის, ვინც ვერ ახერხებს გადართვას, იწყებს ჩამორჩენას. ზედა კლასებში სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება, სწავლება ხდება უფრო მეტად ვიზუალური (უყურო, იკითხო) ჩამორჩებიან სხვები და ფავორიტები ხდებიან ვიზუალისტები.

     ყველა მასწავლებელს უცდია ჩამორჩენილ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობა: დამატებითი გაკვეთილები, მოთხოვნების დაწევა, მაგრამ უშედეგოდ. მათ უჩნდებათ არაეკოლოგიური (არა ჯანსაღი) რწმენა, რომ ამ საქმეში წარმატების მიღწევა შეუძლებელია. მიზეზი კი მრავალგვარია. მასწავლებელი მთელ კლასთან მუშაობს, ზოგს კი ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. მიიჩნევა, რომ მასწავლებლის  ენერგიის 85%-90% მთელ კლასთან მუშაობაზე მიდის, ე.წ. “კონვეიერთან”, ხოლო 10%-15%   ინდივიდუალურზე. განსხვავება საკმარისზე ბევრად მეტია.

      “კორიდორში” მოხვედრილს გავლილი მასალის შინაარსი კი არ უნდა გაამეორებინო ,არამედ სხვა პრინციპით უნდა ასწავლო-მისთვის გასაგებით.

    “კონვეიერი” გულისხმობს:

    ·    ფოკუსირებას მთელ კლასზე;

    ·    პოლისენსორულ სწავლებას;

    ·    ორიენტაციას ახალ შინაარსზე;

    ·    წარმატება ეფუძნება ინფორმაციის გადაცემის ტექნიკას.

     

        “კორიდორი”გულისხმობს:                                                                                    

     

    ·  ფოკუსირებას ცალკეულ მოსწავლეზე;

    ·  შესაბამის მოდალობაზე გათვლილ სწავლებას;

    ·  წარმატება ეფუძნება ინფორმაციის მოდალობასთან შესატყვისობას.

     

    რა პედაგოგიური დასკვნები შეიძლება გაკეთდეს აქედან?

    დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა უნდა შეძლონ: დაეყრდნონ წამყვან მოდალობებს, მუშაობა ისე უნდა ააგონ, რომ თანდათან უზრუნველყონ სხვა მოდალობებზე გადართვის შესაძლებლობები. ამით ისინი მნიშვნელოვნად გააფართოვებენ მოსწავლის შესაძლებლობებს აღიქვან სასწავლო მასალა და ზოგადად სამყარო ისე, როგორც ამას     “ნორმალური”, “პოლიმოდალური” ადამიანი ახერხებს.

    საგნობრივი სწავლების დროს მაღალ კლასებში მასწავლებელმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მოსწავლეს სასწავლო მასალა უფრო განვითარებული მოდალობის შესატყვისად მიაწოდოს. ამგვარად, მუშაობა ორი მიმართულებით უნდა მიმდინარეობდეს, ერთის მხრივ, პოლიმოდალობის განვითარებისაკენ და მეორეს მხრივ, ამ საქმეში წამყვანი მოდალობის საყრდენად გამოყენებისკენ.

                   

    ვიზუალი მოსწავლე:

    ·                                         ორგანიზებული და მოწესრიგებულია;

    ·                                         დაკვირვებულია და წყნარი;

    ·                                         კარგი მთხრობელია, კარგად კითხულობს;

    ·                                         აქვს კარგი ფანტაზია, იმახსოვრებს თვალსაჩინოებებს;

    ·                                         ახსოვს ის, რაც დაინახა;

    ·                                         ძნელად იმახსოვრებს სიტყვიერ ინსტრუქციებს;

    ·                                         აქვს მაღალი ტემბრის ხმა, ლაპარაკის დროს ნიკაპს ზევით წევს.

           

    აუდიალი   მოსწავლე:

    ·   ხშირად ლაპარაკობს თავისთვის;

    ·    ადვილად გადაერთვება ერთი საქმიდან მეორეზე;

    ·    ადვილად იმეორებს გაგონილს;

    ·    კითხვას ანგარიში და წერა ურჩევნია;

    ·    ადვილად სწავლობს ენებს;

    ·    უყვარს მუსიკა;

    ·    აქვს ხმის იმიტირების ნიჭი;

    ·    უყვარს დისკუსიები, ყვება გაკვეთილს, ამბავს დეტალურად;

    ·    საუბრობს რითმულად.

                   

    კინესთეტიური მოსწავლე

                     

    ·                                         ახლოს დაგიდგება საუბრის დროს;

    ·                                         ბევრს მოძრაობს;

    ·                                         მრავალფეროვანი ფიზიკური რეაქციები ახასიათებს;

    ·                                         კარგად სწავლობს კეთების პროცესში;

    ·                                         კარგად იმახსოვრებს სეირნობისას;

    ·                                         წაკითხულს თითს აყოლებს;

    ·                                         ახასიათებს მკაფიო ჟესტიკულაცია;

    ·                                         ახსოვს ზოგადი შთაბეჭდილებები;

    ·                                         ლაკონურია, ტაქტიანი;

    ·                                         უყვარს სიუჟეტური წიგნები;

    ·                                         სუსტია დეტალებში.

     

    ვიზუალი მასწავლებელი

    ·                                         ლაპარაკობს სწრაფად;

    ·                                         ინტენსიურად იყენებს დაფას;

    ·                                         სურს დიდი მოცულობის მასალა მოიცვას;

    ·                                         არ კარგავს მოსწავლესთან რეალურ უკუკავშირს;

    ·                                         დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფორმებს.

     

     

    აუდიალი მასწავლებელი

    ·                                         საუბრობს რითმულად;

    ·                                         უყვარს კლასში დისკუსიების გამართვა;

    ·                                         კომენტარებს უკეთებს მოსწავლის ნათქვამს;

    ·                                         უყვარს ჭკუის დარიგება;

    ·                                         ხშირად ლაპარაკს იწყებს ფრაზით :”რამდენჯერ”. . .

    ·                                         თვითონაც და მოსწავლეებოც ბევრს კითხულობენ კლასში.    

     

                           

    კინესთეტიური მასწავლებელი

    ·                                         ლაპარაკობს ნელა;

    ·                                         მოსწავლეებს გატაცებით რთავს პროექტებში, თამაშებში;                              

    ·                                         დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შინაარსს;

    ·                                         შეფასებაში მნიშვნელობას ანიჭებს თუ რისი გაკეთება შეუძლია მოსწავლეს.

     

     

    თავის ტვინის ჰემისფეროების დომინირება

     

    შემეცნებითი პროცესების თავისებურებები განპირობებულია აგრეთვე თავის ტვინის ჰემისფეროების ფუნქციონირების თავისებურებებით. მარჯვენა ჰემისფერო მართავს სხეულის მარცხენა მხარეს, ხოლო მარცხენა ჰემისფერო კი _ მარჯვენა ჰემისფეროს. ადამიანები ამ მხრივაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. როგორც ცნობილია, ცაციებს მარჯვენა ჰემისფერო უფრო აქტიურად აქვთ განვითარებული, მემარჯვენეებს კი მარცხენა.  

    გამოყოფილია თავის ტვინის ჰემისფეროების ფუნქციონირების 3 ტიპი:

    ·    დომინანტურია მარცხენა ჰემისფერო, რომელიც პასუხისმგებელია _ ლოგიკური და ვერბალურ აზროვნებაზე, აბსტრაგირებაზე, განზოგადებაზე, წერაზე, კითხვაზე, ზეპირ მეტყველებაზე;

    ·    დომინანტურია მარჯვენა ჰემისფერო, რომელიც პასუხისმგებელია _ თვალსაჩინო-ხატოვან აზროვნებაზე, ფანტაზიაზე, შემოქმედებით აზროვნებაზე;

    ·    არ არის მკვეთრად გამოხატული რომელიმე ჰემისფეროს დომინირება.

     

                       

                      ამიტომ, ცაციებს ემარჯვებათ:

                                                                                           

    ·                                                 აბსტრაქტულ თემებზე მუშაობა;

    ·                                                 მხატვრული გამოთქმები;

    ·                                                 სხეულის ენა;

    ·                                                 კონსტრუქტული ამოცანები;

    ·                                                 შემოქმედებითი ხელობები;

    ·                                                 დივერგენტული (შემოქმედებითი) აზროვნება;

    ·                                                 გამოცდილების   გამოყენება;

    ·                                                 ამოცანების გადაჭრა;

    ·                                                 სიმბოლოები, ფანტაზია, მეტაფორები;

    ·                                                 სინთეზირება, განზოგადება;

    ·                                                 ლოცვა, მედიტაცია, მისტიკა;

    ·                                                 სპონტანურობა, მუშაობა უცნობ სფეროში;

    ·                                                 პროცესი მეტად , ვიდრე შედეგი;

    ·                                                 შემთხვევით გაცნობიერება;

    ·                                                 მათემატიკური გამოთვლები;

    ·                                                 ფორმები და მახასიათებლები (პატერნები), სივრცითი კავშირები;

    ·                                                 სიმღერა, მუსიკა.

     

              მემარჯვენეებს ეხერხებათ:

    ·                                         დამუშავება, ანალიზი;

    ·                                         კონვერგენტული აზროვნება;

    ·                                         ფაქტებით, ციფრებით, მონაცემებით ოპერირება;

    ·                                         სტრუქტურიზაცია, ნაბიჯ-ნაბიჯ მიახლოვება;

    ·                                         მეცნიერება და ტექნიკა;

    ·                                         მათემატიკური მოდელები;

    ·                                         წერა, ენები, კითხვა, ფონეტიკა;

    ·                                         ლაპარაკი და დეკლამირება;

    ·                                         სმენითი ასოციაციები;

    ·                                         დეტალების შემჩნევა და მათზე მუშაობა;

    ·                                         ნაწილიდან მთელისკენ სვლა, კერძოდან ზოგადისკენ.      

     

    ტრადიციულად, სკოლა და სწავლება გათვლილია მემარჯვენეებზე, მარცხენა ჰემისფეროელებზე. ცაციები კი ხშირად თავიანთი ინდივიდუალურობის გამო “კორიდორში” ხვდებიან. ამჯერად სიტუაცია თანდათან იცვლება და მოსწავლეს აღარ “სჯიან” ცაციობის გამო.

    ამგვარად, უნდა ითქვას, რომ სწავლის სტილი ეხება სამ სფეროს: კოგნიტურს, ფიზიოლოგიურს, აფექტურს. კოგნიტური სტილი განისაზღვრება იმით, თუ როგორ ესმის, იმახსოვრებს, ფიქრობს და წყვეტს პრობლემებს ადამიანი. ფიზიოლოგიური სტილი დაკავშირებულია ორგანიზმის ბიოლოგიურ თავისებურებებთან და მოიცავს რეაქციებს იმ ფიზიკურ გარემოზე, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დასწავლის პროცესზე (მაგ. ღამით უფრო ეფექტიანად სწავლობ თუ დღე, სიგრილეში თუ სითბოში…).აფექტური სტილი ისეთ პიროვნულ და ემოციონალურ თავისებურებებს მოიცავს, როგორიცაა მიზანდასახულება, უპირატესობის მინიჭება ჯგუფური ან ინდივიდუალური მუშაობისთვის. სწავლის სხვადასხვა   სტილი შეიძლება მოიცავდეს ერთს ან რამდენიმეს აღნიშნული პარამეტრებიდან.

    და მაინც, ზოგიერთი ფსიქოლოგი თვლის, რომ სწავლის საუკეთესო სტილი-სტილის უქონლობაა. უფრო მნიშვნელოვანია უნარი-გაუმკლავდე სხვადასხვა სიტუაციებს.

     


    ავტორი :ვანო ჯანიაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები უმაღლესი სასწავლებელი განათლება საზღვარგარეთ ბიბლიოთეკები ხელოვნების სკოლები, სტუდიები სამეცნიერო პორტალები პედაგოგები რეპეტიტორები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები კოლეჯი წიგნების მაღაზიები სახელმძღვანელოები პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი სპორტული სკოლები, სტუდიები უცხო ენები საბავშვო მაღაზიები გამოცემები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი საგანმანათლებლო რესურსები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები ავტოსკოლები კომპიუტერული ტექნიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა სადღესასწაულო ცენტრები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022