მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    რასა და ეთნიკურობა ნანახია (15055) - ჯერ 29 იანვარი 2015

    თანამედროვე მსოფლიოში რასობრივი და ეთნიკური უთანასწორობა ერთ-ერთი ყველაზე უფრო აქტუალური სოციალური პრობლემაა.

    მეცნიერებაში რასისა და ეთნიკურობის განსაზღვრა სხვადასხვა კუთხიდან ხდება.

    ბიოლოგიური დეფინიციის მიხედვით, რასა არის პოპულაცია, რომელიც სხვა პოპულაციებისაგან გენების გარკვეული მახასიათებლებით განსხვავდება. ანთროპოლოგები ადამიანის რასის კლასიფიცირებას კანის ფერზე (პიგმენტაცია) და აღნაგობაზე დაყრდნობით ახდენენ. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ანთროპოლოგები რასის განსაზღვრას გენეტიკური, ბიოქიმიური და იმუნოლოგიური მონაცემების მიხედვით ახდენენ, მივიდნენ დასკვნამდე, რომ „სუფთა რასები“ არ   არსებობს და მათი შერევა საუკუნეების განმავლობაში მოხდა.

    ბიოლოგიური დეფინიციისაგან განსხვავებით, სოციოლოგები რასას განსაზღვრავენ, როგორც ადამიანთა კატეგორიას, რომელიც მეტნაკლებად გამოირჩევა ისეთი ფიზიკური მახასიათებლებით, როგორიცაა კანის ფერი, თმის ტექსტურა და თვალის ფორმა.

    სოციოლოგები განმარტავენ, რომ რასობრივი ჯგუფები განსხვავდებიან ფიზიკური ნიშნების მიხედვით, ხოლო ეთნიკური ჯგუფები კულტურული და ეროვნული მახასიათებლებით.

    ეთნიკური ჯგუფი არის ადამიანთა კატეგორია, რომელიც სხვებისაგან გამოირჩევა ძირითადი კულტურული და ეროვნული მახასიათებლებით.

    გამოყოფენ ეთნიკური ჯგუფის ხუთ ძირითად ნიშანს:

    -                 უნიკალური კულტურული თვისებები

    -                 თემის შეგრძნება

    -                 შეგრძნება, რომ საკუთარი თემი საუკეთესოა

    -                 დაბადებიდანვე თემის წევრობა

    -                 მიდრეკილება საკუთარი გეოგრაფიული ტერიტორიის პატრონობისაკენ

    რასისა და ეთნოსის კლასიფიკაცია წლების განმავლობაში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიზნებით გამოიყენებოდა. ჩრდილო-ევროპელები რასის კონცეფციას აფრიკელთა მონობის რაციონალური ახსნისათვის იყენებდნენ - ისინი მიიჩნეოდნენ დამორჩილებულ, დაქვემდებარებულ რასად.

    „შავსისხლიანებს“ მიაკუთვნებდნენ იმ ადამიანთა ჯგგუფს, რომელიც გამოირჩეოდა ფიზიკურად - თმის ტექსტურა, თვალის ფორმა და ფერი, ცხვირის ფორმა, ყურები, ტუჩები და თავის ქალა. კლასიფიცირება „ზანგად“, „შავ“ ან „ფერადკანიანად“ ადამიანის ცხოვრებისეულ შანსებს ამცირებდა. დღეს, რასობირივი და ეთნიკური კლასიფიკაცია ხშირად განსაზღვრავს ადამიანების ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს, დასაქმებას, დასახლებას, სოციალურ სერვისებს, სახელმწიფო დახმარებას და სხვა საზოგადოებრივ ღირებულებებს.

    დისკრიმინაცია, როგორც წესი, ხორციელდება დომინანტი ჯგუფის წევრების მხრიდან და აქვს საზიანო გავლენა დაქვემდებარებულ ჯგუფზე.

    როდესაც სოციოლოგები იყენებენ ტერმინებს უმრავლესობის ჯგუფი ან უმცირესობის ჯგუფი, ეს აღნიშნავს ძალაუფლების განსხვავებულობას ჯგუფებს შორის და არა რიცხვობრივ სხვაობას.

    უმრავლესობის, ანუ დომინანტი ჯგუფი არის ის, რომელიც საზოგადოებაში მეტ რესურსებს და უფლებებს ფლობს. ეს ჯგუფი, როგორც წესი, განისაზღვრება რასის და ეთნიკურობის ბაზაზე, მაგრამ ასევე შეიძლება განისაზღვროს გენდერული ნიშნით, სექსუალური ორიენტაციით ან ფიზიკური შესაძლებლობებით.

    უმცირესობის, ანუ მეორეხარისხოვანი ჯგუფი არის ჯგუფი, რომლის წევრებიც თავისი ფიზიკური და კულტურული მახასიათებლებით არიან არადომინანტი, განიცდიან კოლექტიურ დისკრიმინაციას უმრავლესობის მხრიდან. უმცირესობათა ჯგუფებს მიეკუთვნებიან   ფერადკანიანები, ქალები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, გეი და ლესბოსელები.

    ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ისეთი ცნებების ზუსტი განსაზღვრა, როგორიცაა რასიზმი, მიკერძოებული პოზიცია და სტერეოტიპები.

    რასიზმი არის დამოკიდებულებები, რწმენები და ქცევის პატერნები, რომლებიც მიმართულია რომელიმე რასის ან ეთნიკური ჯგუფის დამორჩილებისაკენ.

    მიკერძოებული პოზიცია, ეს არის ნეგატიური დამოკიდებულებები გარკვეული ადამიანების მიმართ რასის, რელიგიის ან სექსულური ორიენტაციის მახასიათებლების მიხედვით. მიკერძოებული პოზიცია ფესვგადგმულია ეთნოცენტრიზმში - აზრი, რომ საკუთარი ჯგუფი არის რაღაცით მეტი სხვაზე. საკუთარი დროშის, ჰიმნის დაცვა პოზოტიური ეთნოცენტრიზმია, ხოლო როცა აქცენტი კეთდება საკუთარი ჯგუფის უპირატესობაზე და სხვა ჯგუფი დაქვემდებარებულად მოიაზრებს, საქმე გვაქვს ნეგატიურ ეთნოცენტრიზმთან.

    სტერეოტიპები არის ადამიანების განსაზღვრა გარეგნობის, ქცევის ან სხვა მახასიათებლების მიხედვით

    როგორც წესი, დისკრიმინაცია იმ საზოგადოებაში გვხვდება, სადაც ხალხების მრავალფეროვნებაა. დისკრიმინაცია შეიძლება ხორციელდებოდეს როგორც ცალკეული ადამიანის მხრიდან, ასევე ინსტიტუციებში - სკოლაში, სამთავრობო დაწესებულებებში.

    ამგვარად, რასობრივი და ეთნიკური დისკიმინაცია ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რაც განაპირობებს საკითხის აქტიურ შესწავლას სოციალური მეცნიერებების მიერ.

     

    გამოყენებული ლიტერატურა:  

     

     

    Kendall D. Social Problems in a Diverse Society, 2001. pp 40-61

    ავტორი :თამთა777 კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    განათლება საზღვარგარეთ სპორტული სკოლები, სტუდიები კომპიუტერული ტექნიკა უცხო ენები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) სახელმძღვანელოები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები გამოცემები პედაგოგები რეპეტიტორები სადღესასწაულო ცენტრები კოლეჯი ბიბლიოთეკები ხელოვნების სკოლები, სტუდიები წიგნების მაღაზიები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა საგანმანათლებლო რესურსები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) სამეცნიერო პორტალები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი საბავშვო მაღაზიები უმაღლესი სასწავლებელი ავტოსკოლები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022