მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709      
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    სიხარბე - ადამიანის ცოდვილი ვნებაა? ნანახია (244) - ჯერ 29 სექტემბერი 2021

    დავიწყოთ განმარტებით - რა არის სიხარბე, რაში და როგორ ვლინდება იგი?

    ზოგი ლექსიკონი სიხარბეს განმარტავს, ხოლო Translate თარგმნის -როგორც გაუმაძღრობა/სიძუნწეს. თუმცა მათ განსაზღვრებაში არის გარკვეული სხვაობა.

    სიხარბე, მის ნებისმიერ გამოვლინებაში -  წარმოადგენს უზომო მოგების და უსასრულო გამორჩენის დაუოკებელ სურვილს, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, თუნდაც ყოვლად მიუღებელი ხერხით და  დაუშვებელი საშუალებით, მატერიალური სარგებლის მიღწევის პათოლოგიამდა მისულ მისწრაფებას.

    გაუმაძღრობა/სიძუნწეც    ასევე  უზომო ქონებისა და მატერიალური სიმდიდრის   მიღების დაუოკებელი მისწრაფებაა. ოღონდ, ამასთან ერთად   იგი შეიცავს მათი  დაგროვების მუდმივ სურვილს, რომელსაც თან ახლავს მიღწეული ქონების თუნდაც უმნიშნელო ნაწილის  შესაძლო დაკარგვის უკიდურესად მტკივნეული განცდაც. გაუმაძღრობა/სიძუნწე არ წარმოადგენს ადამიანის ბუნების მხოლოდ და მხოლოდ მახასიათებელ თვისებას, არამედ, დაუფლებული ქონებიდან უმცირესი დანაკარგის თუნდაც  უსაფუძვლო მოლოდინის შემთხვევაშიც კი ის ბადებს ძალზე ნეგატიურ, უმძიმეს გრძნობებსა და ემოციებს.

    ამჟამად გთავაზობთ გავამახვილოთ ყურადღება უშუალოდ სიხარბეზე,  როგორც პიროვნების ხასიათის თვისებასა და გამოვლინებაზე.

    როგორც წესი, ის ხდება ადამიანის ბუნების ნაწილი და წარმოშობს ისეთ გამოვლინებბებს, როგორიცაა ანგარება, მომხვეჭელობა,მექრთამეობა, გამოძალვა და როგორც უკვე ავღნიშვენეთ სიძუნწე და გაუმაძღრობა.

    ამასთან კავშირში უნებურად შეიძლება გაგახსენდეს, რომ ჯერ კიდევ ორი ათასი წლის წინ რომაელი ფილოსოფოსი სენეკა აღნიშნავდა: "ღარიბს უნდა მცცირე რამ, მდიდარს - ბევრი, ხოლო ხარბს - ყველაფერი",  ან  ფრანგი სატირიკოსის  გამონათქვამი - უზომოდ ხარბ ადამიანს   რომც აჩუქო მთელი სამყარო, იგი აუცილებლად მოითხოვს შესაფუთსაც, რომელშიც აპირებს მის შეხვევას.

    განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად რელიგიური კუთვნილებისა, მსოფლიოს ხალხთა უმრავლესობის ეპოსში და მხატვრულ ლიტერატურაში სიხარბე განიხილება, როგორც მრავალი  ტრაგედიის, ცოდვილი ქცევის, ზოგჯერ კი მძიმე დანაშაულის გამომწვევი მიზეზიც კი.

     მართლმადიდებლურ ეთიკაში, 8 ცოდვილი ვნებიდან, იგი მიიჩნევა ერთ -ერთ ცოდვილ ვნებად, კათოლიციზმში კი ცოდვად  - 7 მომაკვდინებელი ცოდვიდან და, რომ სიხარბე  ბადებს ადამიანის გაბოროტებასა და  გულჩათხრობილობას. ლუკას სახარებაში (12; 15) ამ მხრივ მითითებულია  - „...ეკრძალენით და დაიცვენით თავნი თქუენი ყოვლისაგან ანგაჰრებისა, რამეთუ არა ნამეტნავისაგან ვისამე არნ ცხორებაჲ მისი ნაყოფთა მისთაგან“. ანუ, რომ თავი უნდა დაიცვა ამ ცოდვისგან და, რომ ადამიანის სიცოცხლე არ არის დამოკიდებული მისი ქონების სიუხვეზე.

    ისლამშიც ხაზგასმით მითითებულია, რომ სიხარბითა და მომხვეჭელობით შეპყრობილი ადამიანი მსჯავრის ღირსია, ხოლო წინასწარმეტყველ მუჰამედის ერთ -ერთ ჰადისში ნათქვამია: "პირველნი, ვინც განიცდიან მომაკვდინებელ ტანჯვას, იქნებიან  ოქროსა და ვერცხლის ფულის მონები".

    სამწუხაროდ, დაუოკებელი სიხარბით და გაუმაძღრობით შეპყრობილ ადამიანს მხოლოდ, თუ გინდ უღირს ფასად,  განუზომელი სიმდიდრის შეძენა უქმნის პოზიტიურ შეგრძნებასა და ბედნიერების განცდას.

    ზუსტად ამაზე მეტყველებს ძველი რომაელი ისტორიკოსის გაიუს სალუსტიუს კრისპუსის აზრი: „ სადაც სიმდიდრე პატივშია, იქ არაფრად აგდებენ კარგ თვისებებს“ და, რომ "სიხარბე ყოველთვის უსაზღვროა, დაუოკებელია და არ კლებულობს არც სიუხვისა და არც სიმცირისას".   ჩინური ანდაზაც ადასტურებს, რომ "ფული აღაგზნებს ხარბს და არ ახდენს მის გაძღომას".

    როგორ დაძლიოს ადამიანმა ეს ცოდვილი ვნება საკუთარ თავში?

    უპირველეს ყოვლისა, ალბათ უნდა განსაზღვროს სად და როგორ შეჩერდეს საკუთარ  მისწრაფებებში, კმაყოფილდებოდეს შეძენილით და რეალურად შეესაბამებოდეს თავის ნამდვილ პოზიციას სოციალურ იერარქიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ხშირად ხდება ცხოვრებაში, მანკიერი და ცოდვილი ვნების გამო, შეიძლება დაკარგოს რაც უკვე გააჩნია და რასაც მიაღწია.

    აუცილებელია გავაცნობიეროთ  და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ცხოვრება სწრაფწარმავალია, ხოლო  სიხარულის ხანგრძლივობა, რომელიც  მოაქვს სიხარბეს - ხანმოკლეა.

    იქნებ დავუჯეროთ და მიჰყვალექსანდრე მაკედონელის დამრიგებლის, არისტოტელეს სიბრძნეს, რომელშიც ის განგვიმარტავს - „ჩვენ ვართ ის, რასაც ვაკეთებთ დღიდან დღემდე. პირადი ქმედებების მართვის უნარი აყალიბებს ხასიათს, ხოლო ხასიათის წყალობით ადამიანი იძენს საკუთარი ცხოვრების წარმართვის უნარს.  

     

    ავტორი :ალექსანდრე ეჯიბაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სიახლე განათლების სფეროში განათლება საქართველოში და მსოფლიოში სხვა ფინანსები ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა ჟურნალისტიკა, PR ფსიქოლოგია სპორტი და ექსტრიმი ბავშვის მოვლა და აღზრდა ფიზიკა პრესა განათლების შესახებ სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა ხელოვნება და კულტურა კინო და მუსიკა რელიგია სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები მათემატიკა ოჯახი, მშობლები და ბავშვი გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული დასაქმება და კარიერა აბიტურიენტი და გამოცდები სკოლა და მოსწავლე სოციოლოგია, პოლიტოლოგია ეკონომიკა ბიოლოგია ბუნება, ეკოლოგია პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მშობლიური ენა და ლიტერატურა ქიმია მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია გართობა და თამაშები მოდა და დიზაინი საგანმანათლებლო დაწესებულება გეოგრაფია იურისპრუდენცია უცხო ენები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2021