მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709      
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    თვალთმაქცობისა და პირფერობის შესახებ. ნანახია (247) - ჯერ 20 ოქტომბერი 2021

    წინა პუბლიკაციაში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სიცრუის თაობაზე. თვალთმაქცობაც ასევე სიცრუე და ანგარებითი  მატყუარობაა. პირფერობის მეშვეობით ის ემსახურება გამორჩენისა ან მოგების მიღებას. ყოველდღიურ რეალობაში წარმოადგენს სიყალბეს, რომელიც გადახლართულია მოჩვენებით და არაგულწრფელ, ყალბ გულწრფელობასა და წრუ კეთილგანწყობასთან. მას გააჩნია მრავალი და განსახვავებული გამოვლინებები. ამის გამო თვალთმაქცობის ამოცნობა და „ამოკითხვა“შესაძლებელია მის მრავალფეროვან "სახეობაში". სიტყვა თვალთმაქცობის განმარტებისას ლექსიკონებიც კი იყენებენ  არაერთ სინონიმს. მაგრამ ყველა განმარტება და სინონიმი ნეგატიურად, უარყოფითად საპირისპიროა ადამიანის ისეთ მშვენიერ თვისებასთან, როგორიცაა გულწრფელობა.

    ახალ აღთქმაში თვალთმაქცობა მიჩნეულია ისეთ ცოდვად, რომლის გამოც ამ სენით დაპყრობილ ადამიანს ჯოჯოხეთში მოუწევს მოხვედრა.

    ისლამში არის სურა - "მუნაფიკუნი", ანუ - "თვალთმაქცები". ბევრ აითში ნათქვამია, რომ თვალთმაქცობა ეწინააღმდეგება ისლამს. ყურანის თანახმად - გარდაცვალების შემდეგ თვალთმაქცები სამუდამოდ დარჩებიან ჯოჯოხეთის ქვედა დონეზე.

    იუდაიზმშიც თვალთმაქცობა განიხილება, როგორც ნეგატიური და უხამსი თვისება. უძველეს დროში   მას უკვე მიეცა ძალიან ზუსტი და ხატოვანი განმარტება: თვალთმაქცობაა მაშინ, როდესაც "ბაგე და გული განცალკევებულია ", ანუ განსხვავდებიან.

    რელიგური ხედვების გაცნობისტან ართად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მცირე ისტორიული  ექსკურსის ჩატარება ერთ მცდარ (და უსამართლო) წარმოდგენასთან დაკავშირებით, რომელიც დამკვიდრებულია საზოგადოების გარკვეულ ნაწილში.

    კერძოდ კი, ძველ რომაულ მითოლოგიაში არსებობს ორპიროვანი ღმერთი იანუსი, რომელსაც გამოსახულებაში ორი სახა აქვს. ამის გამო ზოგი მას თვალთმაქც, ორგულ და არაგულწრფელ ადამიანებთან აიგივებს. თუმცა მითოლოგიაში ამ სახის უარყოფითი თვისებები მისთვის არ იყო მინიჭებული, უფრო მეტიც, მას გააჩნდა სულ სხვა დანიშნულება და მახასიათებლები.   ასე რომ, ნუ დავიბნებით. იანუსი - არ ყოფილა თვალთმაქცობის მითიური სიმბოლო.

    ხოლო, ცოტა ხნით თუ გადავდებთ ისტორიულ ექსკურსებსა და რელიგიურ პოსტულატებს და საკითხს შევხედავთ თანამედროვე პოზიციებიდან, ალბათ სამართლიანი იქნება აღინიშნოს, რომ ფარისევლობა, როგორც ადამიანის ბუნებისა და   ხასიათის გამოვლინება, არ შერჩა ძველ სამყაროს. დღესაც ადგილი აქვს ადამიანის საქმიანობის აბსოლუტურად ყველა სფეროში - სახელმწიფო მართველობის ყველა დონეზე, საზოგადოებრივ-სოციალურ ცხოვრებაში, განათლებაში, მეცნიერებაში, კულტურაში, ხელოვნებაში, შოუბიზნესში, მედიაში და ა.შ.   გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - თანამედროვე საზოგადოება, ხშირ შემთხვევაში, უპირობოდ, შეიძლება ითქვას, სიამოვნებითაც ღებულობს სხვადასხვა „მოღვაწეების“ სიყალბით აღსავსე გამოსვლებს, აგრეთვე თვალთმაქცობითა და მლიქვნელობით გამსჭვალულ მიმართვებს.

    ვფიქრობ, რომ კაცობრიობის ათასწლეულოვანი გამოცდილება კი იძლევოდა   იმის შესაძლებლობას, რომ მორალური საწყისი ქცეულიყო საზოგადოებისა და თვით ადამიანის ბუნების ფუნდამენტურ საფუძვლად. მაგრამ, მთელი თავისი ისტორის განმავლობაში, ადამიანი არასდროს არ იმყოფებოდა "არამიწიერ" სივრცეში, ის ცხოვრობდა და ცხოვრობს სრულიად "მიწიერ" საზოგადოებაში, რომელიც, სამწუხაროდ, არა ყოველთვის და არა ყველაფერში   ეყრდნობოდა და ამჟამადაც არ ემყარება ჭეშმარიტ, მარადიულ ღირებულებებს.  ადამიანი კი, როგორც სოციალური არსება, იძულებულია მუდმივად იბრძლოს რეალურ სოციუმში არსებობისა და ხშირ შემთხვევაში გადარჩენისათვის.  ამის გამო  გარდაუვალი ხდება საზოგადოებასთან მუდმივი ურთიერთობა-კომუნიკაცია, უფრო მეტიც, სიტუაციაში, როცა საზოგადოებრივი მორალი თავად არის "განწირული" თვალთმაქცობისთვის, ის იძულებულია გაიზიაროს ის   მორალური ნორმები, რომლებიც დამკვიდრებულია და მისაღებად მიიჩნეულია საზოგადოების მიერ. ამავდროულად ხომ ცხადია, რომ მორალი და თვალთმაქცობა - არათავსებადია, ხოლო თვალთმაქცობა - განუყოფელია ორპირობასა და მაამებლობასთან.

    თვალთმაქცისგან განსხვავებით გულწრფელი ადამიანი ყოველთვის ღიაა ურთიერთობა-კომუნიკაციაში, ხოლო თვალთმაქცი, რათა არ გამოაშკარავდეს მისი მისწრაფებები, არ ავლინს ჭეშმარიტ დამოკიდებულებას თავისი ვიზავის მიმართ, სიცრუის ნიღბის ქვეშ ის გულდასმით მალავს თავის ნამდვილ გრძნობებსა და ემოციებს, მუდმივად იმალება ყალბი ნიღბის უკან ისე, რომ არ გაამჟღავნოს საკუთარი ბუნების რეალური არსი.

     „ფარისევლობა“-ამბობს ფრანსუა დე ლა როშფუკო, ფრანგი მწერალი და ფილოსოფოს- მორალისტი - „არის ხარკი, რომელსაც მანკი უხდის ზნეობრიობას“.

    დიახ, თუმცა ადამიანი სუსტია და ვერ აცნობიერებს, რომ თვალთმაქცობა - ერთ -ერთი ყველაზე მიუღებელი თვისებაა, რომელსაც "საბოლოოდ" არასდროს არ მოაქვს სიკეთე. ხომ იტყვიან ხოლმე, რომ  ადრე თუ გვიან - ყველა საიდუმლო მჟღავნდება და ხდება ცხადი, ანუ ყველა ტყუილს ბოლო გააჩნია.

    რაც ეხება პირფერობას (მლიქვნელობას, მაამებლობას) -   ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ის თვალთმაქცობის ერთ - ერთი მკაფიოდ გამოხატული ფორმაა. ასევე  იმალება კეთილგანწყობის ნიღბის მიღმა, ხოლო ემსახურება თავად მაამებლის პირად ინტერესებს, მას აგრეთვე ამოძრავებს ფარული ანგარების მოტივი და, როგორც წესი, ყველაზე ხშირად ის ვლინდება სხვა ადამიანის და მაღალი სტატუსის მქონე  პერსონების რეალური და წარმოსახვითი ღვაწლის ქებით. მაამებლის ტიპიური ქცევა ამ შემთხვევაში მჟავნდება ამ პიროვვნების ნეგატიური თვისებებისა და ქმედებების „ნიველირების“,„გათეთრების“ მცდელობაში,რომელიც წარმოადგენს მისი ყურადღებისა და ინტერესის ობიექტს.

    აგრეთვე უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ მლიქვნელი, მაამებელი მისაწოდებელ აზრს გამოხატავს მაღალფარდოვნად, უაზროდ აბსტრაქტული ფრაზებით და ამ ხერხით ნიღბავს თავისი ზრახვების ნამდვილ არსს. ამიტომ, არ გაგიკვირდეთ, თუ დაუძინებელი მტრისგანაც მოგიწევთ   მსგავსი სახით გამოხატული ქება-დიდების მოსმენა.

     ცხოვრების რეალიებში  აუცილებელია ასევე გავითვალისწინოთ, რომ თვალთმაქცის ფლიდ ქებას ჩვეულებრივ მოსდევს თხოვნა, ხოლო მაამებლობის საფრთხე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მას ხშირად იყენებენ როგორც მანიპულირების ეფექტური ინსტრუმენტს. კერძოდ, ადამიანის სულის მგრძნობიარე სიმების გამოყენებით, მაამებელი ცდილობს აკონტროლოს არჩეული ობიექტის ცნობიერება და მოქმედებები, უბიძგებს მას დაუსაბუთებელი დათმობებისკენ ან გაუმართლებელი ქმედებისკენ, რის გამოც შემდგომში ობიექტმა შეიძლება არაერთხელ ინანიოს.

    თვალთმაქცობა და მაამებლობა უმეტეს სიტუაციაში, რა თქმა უნდა,   იწვევევენ უარყოფით რეაქციას, რადგან ასოცირდებიან მოტყუებასა და მოჩვენებით გულწრფელობასთან. თუმცა, ამის მიუხედავად, მავანი იყენებს მათ სხვებთან მიმართებაში, ღებულობს თავისი მისამართით, ხანდახან კი ეპირფერება საკუთარ თავსაც! ალბათ ამიტომაც ვერ ვამჩნევთ, რომ თითოეულ ჩვენგანში, სავარაუდოდ, არის თვალთმაქცობის მცირე წვეთი, ყოველ შემთხვევაში, მის ზოგიერთ გამოვლინებაში მაინც. შევძლებთ დავინახოთ ეს გამოვლინებები საკუთარ თავში?

    იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ მოკლე მიმოხილვაში  არა ბოლომდე, მაგრამ ნაწილობრივად მაინც შევძელით   თვალთმაქცობისა და მაამებლობის"პრეპარირება". და ალბათ დაგვეთანხმებით, რომ გაშიშვლებულ მდგომარეობაში ისინი იწვევენ მხოლოდ უარყოფითი რეაქციას, რადგან გადახლართულები არიან სიცრუესთან, ტყუილთან.  განსაკუთრებით აღსანიშნავია ხელმძღვანელთან ურთიერთობისას გაჟღერებული ფლიდი, ფარისევლური თაყვანისმცემლობა, რომელიც ვლინდება ქედ მოხრილი პირმოთნეობის სახით. ის ხომ  ბადებს ნეგატიურ ემოციას? ფიგურალურად რომ ვთქვათ, აღიქმება, როგორც რაღაცა ლორწოვან და მწებვარე, ამაზრზენ სხეულთან შეხება. გვეთანხმებით?

    სავსებით ბუნებრივი და დასაშვებია, რომ ამ მიმოხილვის დასასრულს გაჩნდეს კითხვა: შესძლებს და  ისურვოს თუ არა კაცობრიობა თავიდან ოდესმე მოიცილოს ამგვარი უსიამოვნო გამოვლინებები? ამ კითხვაზე პასუხი - ჯერ არ არსებობს.

    ხოლო კითხვაზე -   კონკრეტულ პიროვნებას შეუძლია  მოიშოროს ამ სახის მავნე თვისებები - პასუხი მარტივია: გარშემო მყოფ ადამიანებთან ურთიერთობებში - უარი თქვი ტყუილზე; ყოველდღიურ კომუნიკაციაში - თვალთმაქცობასა და მაამებლობაზე და იყავით გულწრფელი!

    ...რა თქმა უნდა, თუ ეს შესაძლებელია ჩვენს რეალობაში...! ...?

     

    ავტორი :ალექსანდრე ეჯიბაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში პროფესიულ ცენტრში სხვა კოლეჯში უმაღლეს სასწავლებელში სკოლამდელ დაწესებულებაში განმანათლების მართვის ორგანოებში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2021