მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    მოზარდი და კოსმეტიკა ნანახია (8789) - ჯერ 25 სექტემბერი 2009

    ახალგაზრდის განვითარების პროცესში ეს პერიოდი ცნობილია, როგორც გარდამავალი ასაკი, რომლის დროს მიმდინარეობს ორგანიზმის გარდაქმნა, სქესობრივი მომწიფება. იწყება სწრაფი ზრდა, სხეულის მასის მომატება, სისტემებისა და ორგანოების ფუნქციების გააქტიურება.ზოგ შემთხვევაში ორგანიზმში მომხდარი ფიზიოლოგიური და ანატომიური ცვლილებები ასახვას პოულობენ კანის მდგომარეობაშიც. სწრაფად იზრდება ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქცია. კანი ხდება ზედმეტად ცხიმიანი, პრიალა. განსაკუთრებით ეს შეინიშნება ცხვირის,შუბლის,ნიკაპისა და ყურების ირგვლივ, აგრეთვე მკერდის და ზურგის ზედა ნაწილებში. ამის შედეგად კანს შესაძლოა შეეტყოს ოდნავი გაყვითლების ელფერი, ის ვითომდა უხეშდება, ჭუჭყიანდება და წითლდება. ფორები ამ დროს ფართოვდებიან და კანის ცხიმებმა შეიძლება ამოავსონ ისინი, რაც წარმოშობს ანთებითი პროცესების დაწყების პირობებს. ყველაზე ცხიმოვან ადგილებში ჩნდება შავი წერტილები შეწითლებული და მტკივნეული კვანძები, ჩირქოვანი გამონაყარები. მათ სიყმაწვილის თანმხლებ ნიშნებად მიიჩნევენ. მოზარდები ყველა ხერხით ცდილობენ მოიცილონ ისინი - ჩამოიფხიკონ, გამოიდინონ, დაფარონ კრემითა თუ პუდრით. ამის გაკეთება დაუშვებელია ის მხოლოდ აზიანებს კანს და ართულებს პროცესებს.

    რა თქმა უნდა, ყველა ერთნაირად არ გადის ამ ასაკობრივ პერიოდს და არ უწევს ამგვარი მოვლენისა და მის გამო განცდის გადატანა. მაგრამ თუ მოხდა ასეთი ხასიათის მოვლენა და სახის კანი გაღიზიანდა, ნუ შექმნით ამის გამო ტრაგედიას. ეს დროებითი უსიამოვნებაა და შესაბამისი მოთმინებისა და სათანადო ჰიგიენური რჩევის გათვალისწინების შემთხვევაში სწრაფადაც კი შესაძლებელია მათი თავიდან მოცილება. პირველი და ყველაზე ქმედითი რჩევაა - ზედმიწევნით დაიცავით სისუფთავე.
    კანის გაღიზიანების შემთხვევაში დილით და საღამოს კარგი ხარისხის საპონითა და თბილი წყლით მოიბანეთ პირი. ამის შემდეგ მოიწმინდეთ სპეციალურად ცხიმიანი კანისთვის გამოშვებული გამწმენდი ლოსიონით. იმ შემთხვევაში თუ კანი ზედმეტად მშრალი გაქვთ პირი დაიბანეთ უსაპნოთ და მხოლოდ გრილი წყლით, შემდეგ გამოიყენეთ შესაბამისი ლოსიონი. თუ გაგიჩნდათ შავი წერტილები ან მოწითალო კვანძები სასარგებლოა ორ კვირაში ერთხელ გაიწმინდოთ სახის კანი. ამისთვის უნდა დაასველო ბამბის ტამპონი თბილი წყლით,დასაპნო და ჩააწო საკვები სოდისა და მარილის ნაზავში, წრიული მოძრაობით კარგად მოიწმინდო შუბლი, ცხვირი ნესტოების მიდამოში, ნიკაპი,ლოყები და შემდეგ მოიბანო სახე თბილი წყლით. იმ შემთხვევაში თუ ”შინაური” საშუალებები არ იძლევიან სასურველ შედეგს აუცილებლად მიმართეთ ექიმს - კოსმეტოლოგს ან დერმატოლოგს.
    ორიოდე სიტყვით თმისა და მისი მოვლის შესახებ. სუფთა და აკურატულად დავარცხნილი თმა ახალგაზრდის სახეს, მის გარეგნობას მატებენ მიმზიდველობასა და სილამაზეს. ცხიმიანი თმის დაბანა უმჯობესია სპეციალური შამპუნით ცხიმიანი თმისათვის 5 – 7 დღეში ერთხელ. თუ კი დაბანის შემდეგ 2 – 3 დღეში თმა ისევ ხდება ცხიმიანი, კვირაში 2 – 3 ჯერ დავარცხნის მიხედვით გადაუსვით მას ბორის მჟავის ახლად დამზადებული ხსნარი ( 1 ჩაის კოვზი ფხვნილი გააზავეთ ნახევარ ჭიქა ცხელ წყალში ) დაასველეთ ხსნარით ტამპონი და გადაუსვით თმას ძირიდან დაბოლოებამდე.
    მშრალი თმა უკეთესია, რომ დაიბანოთ 10 – 12 დღეში ერთხელ. უმჯობესია იხმაროთ სპეციალური შამპუნი მშრალი თმებისთვის. საპნით, და მით უმეტეს სარეცხი საპნით, თავის დაბანა არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან ის ძალიან აშრობს კანს.
    ხშირია შემთხვევები, როდესაც 13-16 წლის ასაკიდან გოგონები ცდილობენ შეიღებონ თმა, წარბი,ტუჩები, ისარგებლონ არა შესატყვისი კოსმეტიკით. გვერწმუნეთ - არ ღირს ამის დროზე ადრე გაკეთება, მოესწრებით და მოგბეზრდებათ კიდევაც. ახალგაზრდული სინაზე და სიფაქიზე მშვენიერია თავისთავად, მას არ ესაჭიროება ხელოვნური შელამაზება. თქვენ დაგამშვენებს სისუფთავე, სიკოხტავე და აკურატულობა. საღებავები კი არ ამშვენიერებენ, არამედ აბერებენ ახალგაზრდის სახეს.
    ყმაწვილის სიკოხტავის ნიშანია - მოვლილი ხელები. არ დაივიწყოთ ფრჩხილების დროულად და აკურატულად მოჭრა. ხელის დაბანის შემდეგ ხელსახოცით ყოველთვის კარგად გაიმშრალეთ ხელის კანი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაიწყებს ქერცვლას და კანზე გაგიჩნდებათ ბზარები.
    თუ სერიოზულად ფიქრობთ საკუთარი თავის მოვლაზე დაიმახსოვრეთ კიდე ერთი რჩევა. დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენ კვებასა და რაციონს. ეცადეთ მიირთვათ მეტი ბოსტნეული და ხილი. შეზღუდეთ შოკოლადის, ყავის, ძალიან ცხიმიანი, შებოლილი, ცხარე საკვების მიღება.

    ავტორი :Adminstrator კომენტარები (1)

    კომენტარები  
    ხატულიკა 07 თებერვალი 2010

    აუცილებლად  გავითვალისწინებ  რჩევებს :)  გმადლობთ

    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | სკოლა და მოსწავლე | სხვა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ფიზიკა სკოლა და მოსწავლე ფსიქოლოგია სპორტი და ექსტრიმი გეოგრაფია გართობა და თამაშები აბიტურიენტი და გამოცდები კინო და მუსიკა დასაქმება და კარიერა საგანმანათლებლო დაწესებულება ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა სხვა სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი მოდა და დიზაინი ბუნება, ეკოლოგია მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია იურისპრუდენცია უცხო ენები მშობლიური ენა და ლიტერატურა პრესა განათლების შესახებ ქიმია ოჯახი, მშობლები და ბავშვი სოციოლოგია, პოლიტოლოგია სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება ეკონომიკა ჟურნალისტიკა, PR კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი მათემატიკა რელიგია ფინანსები გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა ბიოლოგია პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი სიახლე განათლების სფეროში განათლება საქართველოში და მსოფლიოში ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება ბავშვის მოვლა და აღზრდა ხელოვნება და კულტურა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022