 რატომ არის ასე პოპულარული პროგრამა “Work & Travel USA”? 1.პროგრამა მოქმედებს საზაფხულო არდადეგების დროს და სტუდენტს არ უწევს არჩევნის გაკეთება სწავლასა და მუშაობას შორის. 2.პროგრამა ანაზღაურებადია- პროგრამაში მონაწილეობისათვის დახარჯული თანხები ანაზღაურდება შემოსავლებით, რომელსაც ღებულობენ სტუდენტები ამერიკულ კომპანიებში მუშაობის შედეგად. უფრო მეტიც- სტუდენტების უმრავლესობა ზაფხულის განმავლობაში გამოიმუშავებს ბევრად უფრო მეტ თანხას ვიდრე დახარჯა პროგრამაში მონაწილეობაზე.
ამგვარად, პროგრამა “Work & Travel USA” -ეს შესანიშნავი შანსია აშშ-ში წასვლის, კარგი ანაზღაურების მიღების და რა თქმა უნდა ინგლისური ენის პრაქტიკის გავლისა. ამის გარდა სტუდენტი ღებულობს უცხოურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილებას ეს კი კიდევ ერთი დამატებითი სტრიქონია მის რეზიუმეში- C.V. ასეთი გამოცდილება მას საშუალებას აძლევს მომავალში ადვილად იპოვოს სამსახური, რადგან ადამიანს უცხოურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილებით დღესდღეობით სიამოვნებით მიიღებენ პრესტიჟულ სამუშაოზე. მაგრამ მთავარი მაინც-ცხოვრებისეული გამოცდილებაა რომელსაც ღებულობს პროგრამის მონაწილე. ბევრისათვის აშშ-ში გატარებული ზაფხული რჩება ყველაზე საუკეთესო და დაუვიწყარ მოგონებად მათ ცხოვრებაში.
“Work & Travel USA”ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამაა სტუდენტურ პროგრამებს შორის. ის საშუალებას იძლევა 3-4 თვით გადაფრინდეთ ოკეანის მეორე მხარეს და იცხოვროთ დამოუკიდებელი ცხოვრებით, იმუშაოთ ლეგალურად მომსახურეობის სფეროებში: რესტორნებში, სასტუმროებში, გართობის პარკებში, მაღაზიებში. შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ, რამდენი დრო დაუთმოთ დასვენებას და გართობას. მინიმალური ხელფასი / გადასახადების დაბრუნებამდე/ შეადგენს 7 დოლარს საათში, მაგრამ პროგრამის მონაწილენი როგორც წესი იღებენ 7- დან 8 დოლარამდე საათში. თუკი სტუდენტი მუშაობს არა მხოლოდ 40 საათს კვირაში ერთ სამუშაო ადგილზე, არამედ დამატებით 20 საათს მეორე სამუშაოზე, მაშინ ყველა დანახარჯისა და პროგრამის ღირებულების თანხის ანაზღაურების ჩათვლით მონაწილეს დამატებით შეუძლია დააგროვოს თანხის გარკვეული რაოდენობა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამაა სტუდენტურ პროგრამებს შორის. ის საშუალებას იძლევა 3-4 თვით გადაფრინდეთ ოკეანის მეორე მხარეს და იცხოვროთ დამოუკიდებელი ცხოვრებით, იმუშაოთ ლეგალურად მომსახურეობის სფეროებში: რესტორნებში, სასტუმროებში, გართობის პარკებში, მაღაზიებში. შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ, რამდენი დრო დაუთმოთ დასვენებას და გართობას. მინიმალური ხელფასი / გადასახადების დაბრუნებამდე/ შეადგენს 7 დოლარს საათში, მაგრამ პროგრამის მონაწილენი როგორც წესი იღებენ 7- დან 8 დოლარამდე საათში. თუკი სტუდენტი მუშაობს არა მხოლოდ 40 საათს კვირაში ერთ სამუშაო ადგილზე, არამედ დამატებით 20 საათს მეორე სამუშაოზე, მაშინ ყველა დანახარჯისა და პროგრამის ღირებულების თანხის ანაზღაურების ჩათვლით მონაწილეს დამატებით შეუძლია დააგროვოს თანხის გარკვეული რაოდენობა
პროგრამაში მონაწილეობენ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები , პროგრამის მონაწილეებს ლეგალური მუშაობის უფლების გარდა კიდევ საშუალება აქვთ იმოგზაურონ აშშ-ის ტერიტორიაზე სამუშაოს დამთავრების შემდეგ 30 დღის განმავლობაში. პროგრამა “Work & Travel USA” –ში მონაწილეობის პირობები: უმაღლესი სასწავლებლების დღის განყოფილების სტუდენტი წლოვანება 18-24 წ. ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.
თამაზ გოგილიძე-სილეცკი აღმასრულებელი დირექტორი ქართულ-ამერიკული ცენტრი “Golden Bridge” http://www.goldenbridge.ge/
|