მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

    მშობელთა ინტერესი ბავშვის მოვლის, აღზრდისა და განათლების მიმართ მოიცავს მრავალ საკითხს. ამის გათვალისწინებით ეს გვერდი თემატურად და ეტაპობრივად მოგაწვდით სასარგებლო ინფორმაციას უმთავრესი აქტუალური პრობლემების შესახებ. აქტიურად ჩაერთეთ მის მუშაობაში, გამოეხმაურეთ გამოქვეყნებულ მასალებს, დასვით საკითხები თქვენთვის სასურველი პუბლიკაციების თაობაზე.


                                                           

     

     
    მექრთამეობა და მისი დასჯა - ისტორია და პრაქტიკა /რამდენიმე მაგალითი პარადოქსების რუბრიკიდან/ ნანახია (15440) - ჯერ 07 თებერვალი 2010

    ქრთამი და მექრთამეობა უძველესი დროიდან მოჰყვება კაცობრიობას. მაგალითად, ძველ რომში ზოგიერთი იმპერატორის მართველობის დროს ქრთამის აღება   ცხოვრების წესად იყო ქცეული. ეს წესი აგრეთვე მიღებული იყო ყველა იმ ქვეყნის მმართველთა კარზე, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ საქართველოს დაპყრობას და ვინაიდან   ყველა რჯულის დამპყრობლისათვის ქრთამის აღებ-მიცემა ჩვეული მოვლენა იყო   საქართველომაც ვერ აიცილა ეს სენი. ძველ ქართულ ტექსტებში გვხვვდება სიტყვა ”ქრთამი”,რაც  ადასტურებს იმ დროინდელ საქართველოში ამ მოვლენის არსებობას.  

    მრავალი საუკუნის წინ უმეტეს სახელმწიფოებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის   მოხელეების მიერ კანონით დაუდგენელი გასამრჯელოს (ანუ ქრთამის) მიღება ჩვეულ ნორმად იყო აღიარებული.   დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად მეფისნაცვალი და მისი ჩინოვნიკები არ ღებულობდნენ ჯამაგირს ხაზინიდან და საკუთარი თავის რჩენაზე თავადვე უნდა ეზრუნათ. მათი შენახვა უშუალოდ იმ რეგიონის მოსახლეობის ხარჯზე ხდებოდა, რომელშიც ისინი მეფის სამსახურს ეწეოდნენ. სახელმწიფო მოხელეების ”რჩენის” ამგვარი პრაქტიკა ხშირად დიდ პრობლემებს უქმნიდა ქვეყნის მმართველებსაც, ამის გამო ჩინოვნიკების გადამეტებული მადის შეზღუდვის მიზნით ისინი სხვა და სხვა ზომებს მიმართავდნენ.

    მე XII საუკუნეში ქართველებმაც იცოდნენ   სიტყვა ქრთამი. მას ორგვარი მნიშვნელობა გააჩნდა: ერთი, თანამედროვე აღქმით - კორუფციას, მეორე კი საბოძვარს ნიშნავდა. მართალია, რუსთველოლოგები   კამათობენ ვეფხისტყაოსანის ამ მონაკვეთზე, მაგრამ მაინც გავიხსენოთ სტრიქონები, სადაც ავთანდილი ეუბნება ვაზირს: “ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო”, რაზეც ვეზირი პასუხობს: “ქრთამი შენ გქონდეს, შენია”.

    საუკუნეების განმავლობაში მექრთამეობამ მრავალი მეტამორფოზა განიცადა და მის მიმართ ქვეყნები განსხვავებული სიმკაცრის სასჯელს იყენებდნენ და იყენებენ დღესაც. ამ მხრივ საინტერესოა რუსეთში მექრთამეობასთან ბრძოლის ისტორია:
    1556 წელს მეფე ივანე მრისხანეს დროს ქვეყანაში ოფიციალურად აიკრძალა სახელმწიფო მოხელეების ”რჩენის” პრაქტიკა. მაგრამ ძალიან საინტერესოა, რომ მრისხანეს სახელით ცნობილმა მეფემ მხოლოდ მექრთამეობაში გადამეტებისთვის შემოიღო სიკვდილით დასჯა. იმის გამო, რომ პეტრე პირველის დროს მოხელეებს უკვე უხდიდნენ ფიქსირებულ ჯამაგირს, ნებისმიერი ფორმით ქრთამის აღება ითვლებოდა დანაშაულად. მაგალითად, კორუფციაში მხილებული ციმბირის გუბერნატორი გაგარინი ჩამოახრჩვეს, ხოლო პეტრეს ფავორიტი თავადი მენშიკოვი ისევ თვით მეფის წყალობით გადაურჩა ციმბირში გადასახლებას. ეკატერინე II მექრთამეებს უფრო ლმობიერად ექცეოდა. მან აკრძალა ქრთამის აღება, მაგრამ მექრთამეებს არ სჯიდა და მხოლოდ საჯაროდ აქვეყნებდა მათ სახელებს.

     •       დღეისათვის ქრთამის აღებისთვის ყველაზე მკაცრი სასჯელი, სიკვდილით დასჯა, მოქმედებს თანამედროვე კომუნისტურ ქვეყნებში - კუბაში და ჩინეთში. და თუ კუბაში, ეროვნული ტრადიციებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, მაინც უფრო ლმობიერად უდგებიან ქრთამის აღების მოვლენას, ჩინეთში კანონის ამ სახის დარღვავასთვის ბოლო ათი წლის განმავლობაში 10 ათასი ჩინოვნიკი დახვრიტეს.
    •       დიდ ბრიტანეთში მექრთამეობასთან ბრძოლისათვის ორი კანონი მოქმედებს. მექრთამეს უსჯიან პატიმრობას ან ქრთამის მოცულობის თანხის გადახდას, გარდა ამისა შვიდი წლის განმავლობაში ის კარგავს საჯარო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნის ან არჩევის უფლებას. განმეორებითი სასჯელის შემთხვევაში დამნაშავე ამ უფლებას კარგავს სამუდამოთ და მას ჩამოერთმევა ყოველგვარი კომპენსაციის ან პენსიის მიღების ყველა უფლება.
    •       ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობა ითვალისწინებს ქრთამის თანხის სამმაგი ოდენობით   ჯარიმის გადახდას ან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სასამართლომ ერთდროულად შეიძლება გამოიყენოს ორივე სასჯელი.
    •       იტალიაში ამ სახის დანაშაული ისჯება 4-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
    •       საფრანგეთში სამრეწველო ან კომერციული საწარმოების ხელმძღვანელებს ან მოსამსახურეებს ქრთამის აღებისთვის შეიძლება მიუსაჯონ 7 წლამდე, ხოლო თანამდებობის პირებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. სასჯელი ორმაგდება თუ დამნაშავის ქმედებას მოჰყვა სერიოზული შედეგი.
    •       გერმანიაში ქრთამის ამღებს სჯიან ჯარიმით და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. იგივე დანაშაულისთვის მოსამართლეს გამოუტანენ 10 წლამდე განაჩენს.
    •       ფინეთში ქრთამისათვის შეიძლება მიუსაჯონ 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. გარდა ამისა ჩინოვნიკს შეიძლება აუკრძალონ გარკვეული თანამდებობების დაკავება.
    თუ გაგაჩნიათ ძველი ისტორიიდან ან თანამედროვე პრაქტიკიდან საინტერესო მაგალითები შეავსეთ ეს პუბლიკაცია.

     

    ავტორი :Adminstrator კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ბავშვის მოვლა და აღზრდა ფინანსები სხვა ოჯახი, მშობლები და ბავშვი მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია პრესა განათლების შესახებ მოდა და დიზაინი ბუნება, ეკოლოგია გეოგრაფია სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა საგანმანათლებლო დაწესებულება ეკონომიკა აბიტურიენტი და გამოცდები სპორტი და ექსტრიმი ფსიქოლოგია სოციოლოგია, პოლიტოლოგია რელიგია კინო და მუსიკა უცხო ენები მშობლიური ენა და ლიტერატურა მათემატიკა ბიოლოგია ხელოვნება და კულტურა სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება ქიმია ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა განათლება საქართველოში და მსოფლიოში გართობა და თამაშები მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება სკოლა და მოსწავლე კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი იურისპრუდენცია ჟურნალისტიკა, PR ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები დასაქმება და კარიერა ფიზიკა პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი სიახლე განათლების სფეროში გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2023