მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    სოციალურმა ქსელმა - დაჯაბნა პორნო ?! ნანახია (12442) - ჯერ 15 მარტი 2011

    ბოლო სამ წელიწადში სოციალური სერვისი ინტერნეტში პორნოგრაფიაზე პოპულარული გახდა” - ასეთი დასკვნა გააკეთა გახმაურებული წიგნის ”სოციონომიკა”(”სოციალნომიკა”) ავტორმა ერიკ კუელმანმა (Eric Qualman). მისი აზრით სოციალური ქსელების გაჩენის შემდეგ ”სოციალური ერთობის”ცნებამ დაკარგა თავისი პირველადი მნიშვნელობა და თანამედროვე სამყაროში ის ნაკლებად ასახავს საზოგადოების ისეთ ტრადიციულ ფორმებს, როგორიცაა მოდგმა, ჩამომავლობა ან ტომი და სულ უფრო მეტად იხმარება მრავალი ონლაინ - გაერთიანებების განმარტებაში.

     

    ”სოციონომიკის” /ანუ “Socialnomics:How social media transforms the way we live and do buziness”/ ავტორი ერიკ კუელმანი წლების განმავლობაში მუშაობდა კომპანიების  AT&T, Yahoo!, EarthLink - ის ონლაინ - მარკეტინგის განყოფილებების თანამშრომლად ამჟამად ის არის საგანმანათლებლო კომპანიების ჯგუფის EF Education ონლაინ - მარკეტინგის მიმართულების ვიცე პრეზიდენტი. მის მიერ გამოქვეყნებულმა ნაშრომმა საზოგადოებაში დიდი ინტერესი და გამოხმაურება გამოიწვია.

    იმისთვის, რომ გაუთვითცნობიერებელი მკითხველები არ შევიყვანოთ შეცდომაში უნდა განვმარტოთ, რომ სოციონომიკა - არ არის მეცნიერება, ამ შემთხვევაში ეს მხოლოდ წიგნის ავტორის, ბაზრის გარკვეული სეგმენტის ანალიტიკოსის ერიკ კუელმანის თეორიაა, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი განწყობილებები დიდად განსაზღვრავენ საზოგადოების პოლიტიკურ, ფინანსურ და მაკროეკონომიკურ განვითარებას და არა საწინააღმდეგოდ.  

    თავის თეორიას ერიკ კუელმანს ახმოვანებს სიტყვებით, ტერმინებითა და მონაცემებით, რომლებიც, შეიძლება ითქვას, უკვე არსებობდნენ თანამედროვე საზოგადოებაში, მაგრამ რატომღაც მათ შესახებ საჯარო საუბარი არ იყო მიღებული. ადრე ინტერნეტის გვერდებზე ”ცხოვრება” დამალული იყო ყველასთვის და მის თაობაზე ცნობილი იყო მხოლოდ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ გვერდებზე ”ცხოვრობდნენ”. ამჟამად კი სიმართლე ”მსოფლიო აბლაბუდას” შესახებ ყველასთვისაა ცნობილია, ანუ კონფიდენციალურობა უკვე აღარ არსებობს. ერიკ კუელმანი სოციალური ქსელების ”მკვიდრებს, მობინადრეებს” უწოდებს ”თაობას, რომელიც ცხოვრობს მინის სახლში”. ”გაშიშვლებული” სიმართლე სოციალური ქსელებისა და მთლიანობაში ინტერნეტ-ცხოვრების თაობაზე ქვეყნდება ”პაბლიკ” განყოფილებებში, ისინი გავსებული არიან გახსნილი სკანდალური ინტერენეტ-საიდულოებებით. ყოველდღიურად წარმოუდგენელი რაოდენობით იზრდება ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი, ქსელებით მოცულია მთელი სამყარო. მოზარდებს ვერ წარმოუდგენიათ ონლაინ-თამაშებისა და სოციალური ქსელების გარეშე არსებობა. წარმოიშვა ადამიანთა კასტა, რომელიც ათენებს და აღამებს სოცქსელებში და საკუთარი არსებობა თითქმის მთლიანად გადაიტანა ამ ვირტუალურ სამყაროში. თუ მეცხრამეტე საუკუნისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის ძირითადი გატაცების გათვალისწინებით ამბობდნენ ”მთელი ჩვენი ცხოვრება - თეატრია”, დღევანდლობიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ”მთელი ჩვენი ცხოვრება - სოციალური ქსელია”.  

    ვფიქრობთ, რომ ამ პუბლიკაციის მკითხველთა არანაკლები ინტერესი უნდა გამიწვიოს იმ ფაქტორმაც, რომ განუწყვეტლივ იზრდება თვით სოციალური ქსელების ფინანსური ღირებულება. მაგალითად, Facebook - ის საბაზრო ღირებულებამ75 მილიარდ დოლარს მიაღწია. TechCrunch გამოცემის ანალიზით ინვესტორებისთვის ამ სოციალური ქსელის ერთ აქცია ღირს 30 დოლარი.

    და ბოლოს, რა ხდება ინტერნეტში სოციალური ქსელების გაჩენის შემდეგ /ამონარიდი ზოგიერთი ანალიტიკური ხასიათის საიტების მონაცემებიდან/ :

    1. 2010 წლისთვის ცივილიზებული სამყაროს მოსახლეობის 96% გააჩნია სოციალურ ქსელებში შეღწევის შესაძლებლობა;

    2. 50 მილიონი მომხმარებლის მისაღწევად რადიოს 38, ტელევიზიას - 13, ინტერნეტს - 4, iPod – ს   3წელი დასჭირდა, ხოლო ყველაზე პოპულარულ ამერიკულ სოციალურ ქსელს 100 მილიონი მომხმარებლის მოსაზიდად - 9 თვეზე ნაკლები!  

    3. თუ წარმოვიდგენთ, რომ სოციალური ქსელი ქვეყანაა, ის მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზე, ა.შ.შ. - ს და ინდონეზიას შორის იქნებოდა;  

    4. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველი მერვე წყვილი დაქორწინდა სოციალური ქსელების დამსახურებით;

    5. რუსეთში ყველაზე აქტიური ინტერნეტ - აუდიტორიაა: კვირაში საშუალოდ მომხმარებელი ინტერნეტში იმყოფება 6,6 საათის განმავლობაში და ათვალიერებს 1 307 ინტერნეტ გვერდს;  

    6. ა.შ.შ. განათლების დეპარტამენტის მონაცემებით უფრო მეტი რაოდენობის სტუდენტი სწავლობს არა სტაციონარზე, არამედ ონლაინ რეჟიმში;

    7. კომპანიების 80% საჭირო თანამშრომლებს ეძებს სოციალური ქსელების მეშვეობით;  

    8. სოციალური ქსელების მომხმარებელთა ყველაზე მზარდ სეგმენტს წარმოადგენენ 55 – 65 წლის ასაკის ქალბატონები;

     9. ეშტონ კატჩერის და ბრიტნი სპირსის ფოლოვერების რაოდენობა შეიძლება შევადაროთ ირლანდიის, ნორვეგიის ან პანამის მოსახლეობის რიცხოვნობას;

    10. თანამედროვე თაობა e-mail - ს გადმონაშთად მიიჩნევს და 2009 წლიდან ამერიკული კოლეჯების დიდი ნაწილი აღარ სარგებლობს ელექტრონული ფოსტით და კონტაქტებს ახორციელებს სოციალური ქსელების მეშვეობით;  

    11. მსოფლიოში ირიცხება 200,000,000 ბლოგი. მომხმარებელთა 54% ყოველდღიურად წერს პოსტებს და აქვეყნებს კონტენტს ქსელში;  

    12. უმსხვილესი ბრენდების საძიებო შედეგების დაახლოებით 25% მივყავართ მომხმარებელთა კონტენტზე. ბლოგერების 34% აქვეყნებს საკუთარ აზრს მსხვილი სავაჭრო მარკების თაობაზე;

     13. მომხმარებელთა 78% ოფიციალურ წყაროებზე მეტად ენდობა საკუთარი ონლაინ-მეგობრების მოსაზრებას;

    14. მომხმარებელთა 14% უჯერებს რეკლამას, დანარჩენები არ აქცევენ ყურადღებას, ამიტომ რეალურად ამართლებს მთელი  სარეკლამო კონტენტის მხოლოდ 18%.  

    ავტორი :Adminstrator კომენტარები (2)

    კომენტარები  
    გიგა გიორგაძე 04 აპრილი 2011
    ვფიქრობ  რომ  ეს  კარგი  რომ  სოცილურმა  ქსელებმა  დაჯაბნეს  პორნო  საიტები.ადრე  და  ეს  კარგიცააა(უფრო  ნაკლები  გარყვნილობააა)  მაგრამ  დღეს  უკვე  ისეთი  გარყვნილობაა  ტელესივრცეში(ანუ  სექსი  და...)  რომ  იმით  კმაყოფილდება  ზოგიერთი.მე  პირადად  უფრი  სოციალურ  ქსელებს  ვანიჭებ  უპირატესობას  და  არავის  დაავიწყდეს  რომ  ეს  სოცილაური  ქსელები  ბიზნეს  საქმეეებისთვისაც  არის  ამიტომ  სოციალურ  ქსელებს  ესე  მკაცრად  ნუ  გავაკრიტიკებთ
    ალექსანდრე ეჯიბაძე 03 აპრილი 2011
    სოციალურმა ქსელებმა მართლაც დაჯაბნეს პორნოგრაფიული საიტები, მაგრამ ეს პროცესი ორი მიმართულებით ვითარდებოდა: პორნოს პოპულარობა დაეცა, ხოლო სოციალურ ქსელებზე მოთხოვნილება იმდენად გაიზარდა, რომ სპეციალისტთა ნაწილმა ეს ინტერნეტის მომავლადაც მიიჩნია. მაგრამ ცოტა ხნის წინ ამერიკელი ექსპერტების მიერ ჩატარებულმა ანალიზმა სოციალური ქსელებისთვისაც ფრიად საგანგაშო ტენდენციებიც გამოავლინა. (გაანალიზდა მარკ ცუკერბერგის სოცქსელი  და ნიშაში არსებული დასავლური რიგი პროექტი). ექსპერტთა მონაცემებით სოცქსელებში მომხმარებელთა ყოფნის დრო 24% შემცირდა, მომხმარებელთა რიცხვი, რომლებიც თავის გვერდზე არა მხოლოდ ეცნობიან სიახლეებს, არამედ აქტიურად მოქმედებენ - აგზავნიან გაზიარებებსა და შეტყობინებებს, ტვირთავენ ფოტოსურათებს და ა.შ. - აგრეთვე შემცირდა - 37%, ყოველდღიურად საკუთარ გვერდზე შემსვლელთა რაოდენობამაც 18% იკლო. ჯერ-ჯერობით უცნობია ინტერესის ვარდნა დროებითია, თუ ხანგრძლივი ტენდენციაა, მაგრამ უდაოა, რომ დასავლეთში სოცქსელები კარგავენ  ტრაფიკს. ჩვენთან დღეისათვის არსებული სიტუაცია უფრო პოზიტიურია, რასაც პირველ რიგში განაპირობებს ის, რომ სოციალურმა ქსელებმა ჩვენში ბევრად უფრო გვიან მოიკიდეს ფეხი და დასავლეთისგან განსხვავებით, სადაც ინტერნეტმა უკვე დიდი ხანია შეაღწია ყველა ოჯახში, ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი ჩვენთან ყოველდღიურად და განუწყვეტლივ იზრდება.  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    იურისპრუდენცია კინო და მუსიკა ფინანსები სიახლე განათლების სფეროში ბუნება, ეკოლოგია განათლება საქართველოში და მსოფლიოში მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება უცხო ენები საგანმანათლებლო დაწესებულება აბიტურიენტი და გამოცდები სხვა ქიმია დასაქმება და კარიერა მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია მშობლიური ენა და ლიტერატურა გეოგრაფია ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული გართობა და თამაშები მოდა და დიზაინი კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი ეკონომიკა სპორტი და ექსტრიმი პრესა განათლების შესახებ ბავშვის მოვლა და აღზრდა ბიოლოგია ფსიქოლოგია პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი სოციოლოგია, პოლიტოლოგია ოჯახი, მშობლები და ბავშვი რელიგია ხელოვნება და კულტურა ჟურნალისტიკა, PR სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა მათემატიკა ფიზიკა სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება სკოლა და მოსწავლე
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022